Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

                                           ჩვენ შევეჯახეთ მტერს და ეს მტერი – ჩვენვე აღმოვჩნდით

FOREIGN AFFAIRS აშშ

გიდეონ როუზი

 

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე,  ამერიკელ კომენტატორებს შორის, ჩამოყალიბდა ფართო კონსენსუსი იმის თაობაზე, რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა დასახულ მიზანს. მოექცა რა ემოციურ და იდეოლოგიურ ბუშტში, თვლიან ამერიკელები, რუსეთის პრეზიდენტმა  ვლადიმირ პუტინმა, დაუშვა სტრატეგიული შეცდომები. მან თავი დაირწმუნა, რომ ომი წარიმართებოდა სწრაფად და იოლად, რუსულ ჯარს, უკრაინელები შეხვდებოდნენ, როგორც გამანთავისუფლებელს და ის შეძლებდა ნებისმიერი წინააღმდეგობის დათრგუნვას, ადგილზე – მეგობრულად განწყობილი ხელისუფალის დასმას, ხოლო საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, საკუთარი ინტერესების ძალდაუტანებლად ხორცშესხმას. მაგრამ მისი ეს ფანტაზია, რეალობას შეასკდა. უკრაინულმა ძალებმა გაუძლეს შემოტევას, რუსული მხედრობა კი გაიხლართა. ახლა დაჭრილი, გამძვინვარებული დათვი ნაპრალშია ჩავარდნილი და განწირული ცდილობს ამობობღებას, ნაცვლად იმისა, რომ სხვა გზას დაადგეს.

ამგვარი ანალიზი – სავსებით სწორია, მაგრამ ირონიული, ვინაიდან   პუტინის შეცდომების ჩამონათვალი –  თანაბრად  მიესადაგება ავღანეთში საბჭოური გამოცდილებასაც და ბოლო ათწლულების აშშ-ს უსაფრთხოების პოლიტიკასაც – ვიეტნამში, ავღანეთსა და ერაყში. ვაშინგტონს, არაერთხელ მოუხდენია სამხედრო ინტერვენცია ცრუ მოლოდინით აღსავსეს, როცა გადაჭარბებულად აფასებდა საკუთარ შესაძლებლობებს და აკნინებდა მოწინააღმდეგისას, თვლიდა, რომ მას კი არ შეიძულებდნენ, არამედ შეიყვარებდნენ, ელოდა, რომ მმართველ პოსტზე დასვამდა საკუთარ ფავორიტს და შემდეგ გაეცლებოდა ქვეყანას … მერე კი, ისევ და ისევ აწყდებოდა მკაცრ რეალობას (როგორც ახლა პუტინი), ცდილობდა გზის გაკვლევას, ამის ნაცვლად, უხდებოდა კურსის შეცვლა და ქვეყნის დატოვება.

დიახ, ამერიკული მოტივები იყო უფრო კეთილშობილური. დიახ, ამერიკული მეთოდები არ იყო ასეთი ულმობელი (უპირატესად). დიახ, ყველა ეს კონფლიქტი იყო განსხვავებული, მაგრამ სტრატეგიულ დონეზე – მსგავსება საოცარია. ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკის უახლესი ისტორიიდან გამოსატანია გაკვეთილი – ოღონდ ამას შევძლებთ მხოლოდ მაშინ, თუ ამ ისტორიას შევხედავთ მოწინააღმდეგის თვალით და არა ჩვენი თვალსაწიერიდან… რადგან, მაშინ მტერმა იმარჯვა.

By admin