Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Daily Star დიდი ბრიტანეთი

ადამ კეილერი

 

          ვლადიმირ პუტინის არმიაში გაჩნდა ახალი ლაზერული იარაღი. კრემლის გამხმოვანებლები ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ ის დააფრთხობს რუსეთის მტრებს. როგორ მუშაობს ეს იარაღი?

რუსეთმა გვამცნო ახალი იარაღის შესახებ, რომელსაც მოსკოვის მტკიცებით, შეუძლია შემუსროს ყველაფერი. პროკრემლისტური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მთელი დღის განმავლობასი გაჰკივიან ამ საშიში, მრისხანე იარაღის შესახებ. რას წარმოადგენს ის და რატომ საუბრობს ავიაციის გენერალ-მაიორი სერგეი ლიპოვოი ამის შესახებ, ასეთი აღფრთოვანებით?

ეს არის სისტემა „პერესვეტის“ ვერსია. ამბობენ, რომ ასეთი ლაზერული კომპლექსი სულ ხუთია. მობილური დანადგარი სამიზნეზე მიმართავს მძლავრ ლაზერულ სხივს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს უპილოტოები, რაკეტები, თვითმფრინავები და ხომალდები.

მოსკოვი არ ამჟღავნებს დეტალებს იმის თაობაზე, რამდენად მძლავრია ეს ახალი ვერსია და რა მანძილზე შეუძლია მას სამიზნის განადგურება. თუმცა ლიპოვოი, რომელიც ცნობილია, როგორც „რუსეთის ფედერაციის გმირი“, აცხადებს, რომ მათ აქვთ რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც აღემატება მტრების უახლეს გამოგონებებს. „ჩვენი ნამუშევრები აგებულია ფიზიკის განსხვავებულ პრინციპებზე და მათი ანალოგები მსოფლიოში არ მოიძებნება. ეს იარაღი იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელშიც შედის ზებგერითი „ცირკონი“ ან ზემძლავრი რაკეტა – „ორეშნიკი“.

„ამდენად ის ფაქტი, რომ მან დღეს წარმატებით გაიარა გამოცდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს: ჩვენს მეიარაღე კონსტრუქტორებს და სამხედრო თავდაცვის კომპლექსს, აქვს არაერთი ნამუშევარი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს საბრძოლო მოქმედების მიმდინარეობა და გაანადგუროს არა მარტო მთელი წყება დრონებისა, არამედ რაკეტები, თვითმფრინავები, მოკლედ ყველაფერი, რასაც შეუძლია აიჭრას ჰაერში ან იყოს წყალზე“.

მათთვის, ვინც ვერ ერკვევა რუსულ რაკეტებში, განვმარტავთ: „ცირკონი“ – ესაა ანტისახომალდო რაკეტა, რომლის დებიუტი 2023 წელს შედგა. მისი ფრენის სიშორე 1000-მდე კილომეტრია, სისწრაფე კი 11 ათას კილომეტრი საათში.

„ორეშნიკი“ – საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტაა, რომელიც ავითარებს 12 200 კილომეტრს საათში. ორივე რაკეტა, ამა თუ იმ მოდიფიკაციით, ითვალისწინებს ლაზერული იარაღის პარალელურად მოქმედებას.

გამოცდის რეჟიმში მყოფი ლაზერული რაკეტის დებიუტი, გაიმართა სანკტ- პეტერბურგში, საერთო რუსულ კონფერენციაზე სახელწოდებით – „სამოქალაქო ობიექტების დაცვა, უპილოტო სისტემებისგან“. ამან ორმაგად აღაფრთოვანა ლიპოვოი, რომელმაც განაცხადა, რომ მოცემული იარაღი  უთუოდ გამოიწვევს პანიკას რუსეთის მტრებში. ეს ფაქტი იმდენად დამთრგუნველია, რომ არაერთი უცხოელი მეთაური, საჯაროდ არ ახსენებს ამ იარაღს.

გენერალმა განაცხადა: „ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ღრუბლებში დავფრინავთ. მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ რუსეთი მოწინავეა ისეთი ახალი სახეობის იარაღის შემუშავებაში, რომელიც ფიზიკის ახალ  მონაცემებს ეყრდნობა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ ყველას, რომ ჩვენთან ხუმრობა – არ ღირს.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *