Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

UnHerd  დიდი ბრიტანეთი

ბეთანი ელიოტი

 

10 ივლისს, კიევში, დღისით-მზისით დაცხრილეს მამაკაცი. ის აღმოჩნდა პოლკოვნიკი, უკრაინის დაზვერვის მაღალი რანგის თანამშრომელი და საიდუმლო ოპერაციების ვეტერანი – ივან ვორონიჩი. მის სიკვდილს არ ჩაუვლია უკვალოდ. გასულ კვირას, უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა მკვლელობაში ეჭვიტანილი ეფ-ეს-ბეს 2 აგენტის ლიკვიდაციის შესახებ

ერთი შეხედვით, ურთიერთანგარიშსწორება შესაძლოა ჩვეულებრივი მოვლენად მივიჩნიოთ. ლიკვიდაცია კარგა ხანია იქცა ყოვლისმომცველი კონფლიქტის ერთ-ერთ ფრონტად და უკრაინამ თავის აქტივში ჩაიწერა ისეთ  სიმაღლეებზე წვდომა, როგორიც იყვნენ გენერლები იგორ კირილოვი და იაროსლავ მოსკალიკი. უკრაინელი მზვერავები არც  მალავენ თავის ამბიციებს და ირწმუნებიან, რომ მათ უკვე გაამზადეს პოტენციურ მსხვერპლთა სია.

ბოლო დრომდე, საიდუმლო ოპერაციები კიევის პრიორიტეტად მიიჩნეოდა, მაგრამ ისეთი პერსონის მოკვდინება, როგორიც იყო ვორონიჩი, მიუთითებს, რომ სიტუაცია მოსკოვის სასარგებლოდ იცვლება. „თუ ეს მართალია, ეს კარგის ნიშანია – აღტაცებით ამბობს კრემლის პროპაგანდისტი ალეკსანდრ კოცი – მტერს თავისივე ტერიტორიაზე უნდა ეშინოდეს“.

მას ასე, რა იმალება კრემლის წარმატების უკან? მისი სპეცსამსახურები ჯერ კიდევ ვერ მოსულან გონს ოპერაცია „აბლაბუდას“ – რუსეთის ტერიტორიაზე უპილეტოებით მიტანილი მასშტაბური იერიშის შემდეგ, რომელიც წელიწადნახევარი მზადდებოდა და დაიგეგმა იმდენად გულდასმით, რომ უკრაინელებმა მოგვიანებით ოპერაციის  ჩანაწერებიც კი გამოფინეს. რა გასაკვირია, კრემლი ახლა ცდილობს  ყველას დაანახოს, რომ მასაც შეუძლია მტრის რიგებში თავისი აგენტურით შეაღწიოს.

ვორონიჩის სიკვდილი ასევე შეიძლება იყოს ხანგრძლივი მუშაობის ნაყოფი. ამბობენ, რომ 2023 წელს, მოსკოვმა შექმნა საგანგებო დავალებათა დეპარტამენტი – სადაზვერვო ქვედნაყოფი, რომელიც აერთიანებს ძალებსა და კადრებს ყველა რუსული სპეცსამსახურიდან, უცხოელების გადმობირების, ლიკვიდაციისა და დივერსიების მოწყობის მიზნით. ის დაკომპლექტებულია რუსული დაზვერვის ყველაზე გამოცდილი სპეციალისტებით და მათ არ სჭირდებათ კონკრეტულ ოპერაციებზე პუტინის უშუალო ნებართვა.

მზვერავები მოსკოვიდან, ცდილობენ  საკუთარი თავის რეაბილიტაციას – საწყის ეტაპზე განცდილი წარუმატებლობების გამო. ამდენად მოსალოდნელია, რომ მათ შორის გაჩაღდება კონკურენცია, რათა გააფართოვონ ისედაც ფორმალური გავლენის საზღვრები – როგორც ეს ხდება უკრაინულ სპეცსამსახურებში, სადაც СБУ და ГРУ ერთმანეთს ეცილებიან დაფნის გვირგვინს.

უშიშროების დასავლური სამსახურების თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მათი დეპარტამენტის აქტივობა შემცირდა აშშ-ს სათავეში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, ვინაიდან კრემლი ცდილობდა ახალ ადმინისტრაციასთან მეგობრული ურთიერთობა გაება. თუმცა დღეს, როცა აშშ-სა და რუსეთის ურთიერთდამოკიდებულება ისევ დაეშვა ფსკერზე, მოსკოვს არა აქვს საფუძველი, ხელი აიღოს თავდასხმებსა და დივერსიებზე. ამას გარდა, საბრძოლო მოქმედებების მკვეთრი გააქტიურების ფონზე, წერტილოვანი დარტყმები – ქმედითი იარაღია მტრისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის, შიდა აუდიტორიის გულის მოსაგებად და უკრაინული ელიტის დასაშინებლად – მით უფრო მაშინ, როცა ეს მიიღწევა მინიმალური დანახარჯით.

მოსკოვის მოქმედებს, როგორც ჰიდრა, რომლის განადგურებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ცხოვრებისგან გარიყულ უკრაინელ მოზარდებს რისკ ჯგუფიდან,  უკავშირდებიან სოცქსელებით, არწმუნებენ მათ და უბიძგებენ დივერსიებისა და აფეთქებებისკენ. რაკი ვერ ხერხდება  უცხო ძალების კონტროლი, კიევმა გაშალა უკრაინიული საზოგადოების ინფორმირების კამპანია. თუმცა თითოეული, ხელისუფლების მუქარით შეშინებული მოზარდის გვერდზე, მოიძებნება სხვა მისი თანატოლი, რომელიც დახარბდება კრემლის შეთავაზებულ სარგებელს.

მართალია მოსკოვისთვის  მოზარდი თაობა ნამდვილი საბადოა მცირე ოპერაციების ჩატარებისთვის, მაგრამ მის არსენალში მოიძებნება უფრო მძლავრი იარაღიც. ვორონიჩის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო დაჯგუფება The Base-მა. ეს არის ულტრამემარჯვენე მიმართულების ჩრდილოვანი ორგანიზაცია, რომელიც ამერიკაში დაარსა პენტაგონის დავალებების დაქირავებულმა შემსრულებელმა, ახლა კი კრემლის სავარაუდო ჯაშუშმა – რინალდო ნაცარომ, რომელიც იბრძვის თეთრკანიანთა ეთნოსახელმწიფოს შექმნისთვის დასავლეთ უკრაინაში და აქტიურად იყენებს ქილერებს კიევის რეჟიმის შესარყევად.

ივან ვორონიჩის სიკვდილი –  დიდი ტრაგედიაა უკრაინისთვის. კიევმა დაკარგა არა მარტო მაღალი რანგის მოხელე – არამედ, მისი სიკვდილით საყოველთაოდ წარმოჩნდა, რომ რუსეთი წარმატებით უსწორდება თავის მტრებს. კიევს მოუწევს  განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს The Base-ის გაფრთხილებას: „СБУ-ს პოლკოვნიკის ლიკვიდაცია – ეს არ არის დასასრული, ეს მხოლოდ დასაწყისია“.