Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

SwebbTV  შვედეთი

 

              SwebbTV-ის „მთავარი მოვლენების ქრონიკა“-ს ახალ გადაცემაში, ლარს ბერნი კომენტარს აკეთებს ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობაზე

ბერნი უაღრესად კრიტიკულადაა განწყობილი. ის არ არის მარტო: სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება რგოლები, რომლებშიც თავის დროზე „დიადი ამერიკისა“ და ტრამპის მგზნებარე მხარდამჭერები წვავენ წითელ კეპებს – იმედგაცრუების, ღალატისა და დაპირების შეუსრულებლობის გამო – დიდწილად ეს უკავშირდება ეპშტაინის სიას.

„როცა ტრამპი აირჩიეს, მე მის მიმართ დადებითად განვეწყვე, რადგან ტრამპის წინამორბედი მარაზმში იყო ჩავარდნილი და საერთოდ ვერ აკონტროლებდა სიტუაციას – ამბობს ლარს ბერნი – ამდენად, არაგონებასუსტი პრეზიდენტის არჩევა, უკვე პოზიტივი იყო“.

„მაგრამ ტრამპმა კოზირები გაფლანგა. არადა მას ის უხვად ჰქონდა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა. ახლა მან ყველა კოზირი გახარჯა და ხელში არაფერი შერჩა“- მსჯელობს ბერნი.

ამას გარდა, ბერნის თქმით, უკრაინაში ტრამპი „მიუბრუნდა  ბაიდენის პოლიტიკას“. ეს გამოიწვევს მხოლოდ დიდ სისხლისღვრას, მაგრამ ვერ შეცვლის მოვლენათა მიმდინარეობას. ამ გაშუალებულ ომს, ჩვენ ვერ მოვიგებთ, დაასკვნის ის.

„ჩემი ნდობა დონალდ ტრამპის მიმართ, არა მარტო შეირყა, არამედ საბოლოოდ გაქრა“ – ამბობს ლარს ბერნი.