Month: March 2022

რუსეთი აგრძელებს დაბომბვას და ინარჩუნებს პოზიციებს კიევის მახლობლად – მიუხედავად მოსკოვის დაპირებისა, რომ შეამცირებდა თავისი ძალების რაოდენობას

CNBC აშშ თედ ქემფი „მნიშვნელოვანი“ რუსული დაბომბვა და სარაკეტო დარტყმები გრძელდება ქალაქ ჩერნიგოვზე, რუსეთის შეიარაღებული ძალები რჩებიან კიევის მახლობლად, მიუხედავად მოსკოვის დაპირებისა, განაცხადა ოთხშაბათს დიდმა ბრიტანეთმა

„არსებობს ეჭვი,“ რომ აბრამოვიჩი, მოლაპარაკებების დროს მოწამლეს

BBC დიდი ბრიტანეთი როგორც ამბობენ, ბ.-ნი აბრამოვიჩი, საზღვარზე, სამშვიდობო მოლაპარაკებებს ესწრებოდა. რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს მოწამვლისთვის დამახასიათებებლი სიმპტომები, თვის დასაწყისში, ბელორუს-უკრაინის საზღვარზე გამართული მოლაპარაკებების შემდგომ გამოუვლინდა, იტყობინება მასთან დაახლოებული წყარო

ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა – განიხილოს ნეიტრალიტეტის საკითხი; ბლინკენი ამბობს, რომ აშშ არ ცდილობს რეჟიმის შეცვლას

NBC აშშ სუმათი ბალა, იენ თომასი, ჰანა მაიო უკრაინის პრეზიდენტმა – ვლადიმირ ზელენსკიმ, რუსი ჟურნალისტებისადმი თავის ოთხმოცდაათწუთიან მიმართვაში, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, განიხილოს ნეიტრალიტეტის სტატუსი – რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების…

უკრაინა: თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ნატო მას უპასუხებს, აფრთხილებს ბაიდენი მოსკოვს

BBC დიდი ბრიტანეთი აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნატო „უპასუხებს,“ თუ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენა. პრეზიდენტს, რომელიც ევროპაში მოკავშირეებთან მოსალაპარაკებლად იმყოფება, არ დაუზუსტებია, რას ნიშნავს ეს

უკრაინული შენაერთები, ბრძოლით იბრუნებენ პოზიციებს კიევის დასავლეთით

BBC დიდი ბრიტანეთი უკრაინელი ჯარისკაცები კონტრშეტევაზე გადავიდნენ ქვეყნის რამდენიმე რაიონში და ბოლო ცნობებით, მათ შეძლეს – დაებრუნებინათ კიევის მიმდებარე პოზიციები. აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინელები პარალელურად თმობენ პოზიციებს…

ბაიდენი შიშობს, რომ რუსეთმა შეიძლება ქიმიური იარაღი გამოიყენოს; ზელენსკი ამბობს, რომ ზოგიერთი ქალაქი ისეა დაბომბილი, რომ მისი ცნობა შეუძლებელია

THE WASHINGTON POST აშშ ემი ჩენგი, რეიჩელ პენეტი რუსეთმა გამოიყენა ჰიპერბგერითი რაკეტები უკრაინაში, ირწმუნებოდა ორშაბათის გამოსვლაში – პრეზიდენტი ბაიდენი. ის ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი არის რეაქცია მოსკოვის „გაჭედილ“ სახმელეთო კამპანიაზე.…

მარიუპოლი: უკრაინამ უარი თქვა – დაეთმო საპორტო ქალაქი

BBC დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან წარმოებული ცეცხლის გამო, მოქალაქეებმა ვერ შეძლეს, დაეტოვებინათ საპორტო ქალაქი. უკრაინამ უარყო რუსების ულტიმატუმი, რომელიც ითვალისწინებდა უსაფრთხო დერეფანს ალყაშემორტყმული მარიუპოლის მცხოვრებთათვის, თუ ისინი დანებდებოდნენ

რას აწვდის აშშ უკრაინას?

BBC დიდი ბრიტანეთი აშშ-ს მორიგი დახმარება – მოიცავს ფართო სპექტრის შეიარაღებას, დაწყებული 25 000 ჯავშანჟილეტით, ჩაფხუტებით, შაშხანებითა და ჭურვებით, დამთავრებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღითა და 20 მილიონი ვაზნით

რუსი სამხედროები „გაჭირვებით“ ატარებენ ოპერაციებს, რადგან მათი დანაკარგი იზრდება

CNBC აშშ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების შეფასებით, რუსეთი, სამხედრო შენაერთების უკრაინაში გადასროლას, შორეული რეგიონებიდან ახდენს, მათ შორისაა, წყნარი ოკეანის ფლოტის ნაწილები, ის, ასევე იყენებს სულ უფრო მეტ დაქირავებულს, რათა მათი…

ლოგისტიკის კანონები

სტივენ ბიდლი – კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების და თავდაცვის საკითხებში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო ქმედებები, გარკვეულ თავსატეხს წარმოადგენს. მიუხედავად უზარმაზარი რაოდენობრივი და მატერიალური უპირატესობისა – უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე,…