Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC დიდი ბრიტანეთი

 

 რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან წარმოებული ცეცხლის გამო, მოქალაქეებმა ვერ შეძლეს, დაეტოვებინათ საპორტო ქალაქი.

უკრაინამ უარყო რუსების ულტიმატუმი, რომელიც ითვალისწინებდა უსაფრთხო დერეფანს ალყაშემორტყმული მარიუპოლის მცხოვრებთათვის, თუ ისინი დანებდებოდნენ

რუსების წინადადების თანახმად, სამოქალაქო პირებს უფლებას მისცემდნენ გასულიყვნენ ქალაქიდან, თუ ისინი იარაღს დაყრიდნენ.

მაგრამ უკრაინამ ეს წინადადება უარყო და განაცხადა, რომ სტრატეგიული საპორტო ქალაქის დათმობაზე, საუბარიც კი ზედმეტი იყო.

ქალაქის მაცხოვრებლები კვირეებია უძლებენ რუსულ დაბომბვებს, ისე რომ, არა აქვთ ელეტროენერგია და სასმელი წყალი.

რუსული შეთავაზების დეტალები, კვირას, გენერალმა მიხაილ მიზინცევმა დააზუსტა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს ეძლევა დრო ორშაბათ 5:00 საათამდე, რათა დათანხმდეს მიცემულ პირობებს.

გეგმის თანახმად, რუსი სამხედროები მარიუპოლიდან გასასვლელ კორიდორს მოსკოვის დროით 10:00-ზე გახსნიან, რომ თავდაპირველად უკრაინელმა სამხედროები და „ უცხოელმა დაქირავებულები“ განიარაღდნენ და მათ დატოვონ ქალაქი.

რუსი სამხედროების თქმით, გზების განაღმვიდან 2 საათში, ისინი ჰუმანიტარული საკვებით, მედიკამენტებითა და სხვა მსგავსი  საშუალებებით დატვირთულ კოლონას, საშუალებას მისცემენ – შევიდეს ქალაქში.

რუსმა გენერალმა მიზინცევმა აღიარა, რომ ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა და ეს ნაბიჯი მოსახლეობას საშუალებას აძლევს, თავი გადაირჩინოს და გაემართოს აღმოსავლეთ ან დასავლეთ მიმართულებით.

ამ წინადადების საპასუხოდ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინა არ შეწვეტს მარიუპოლის დაცვას.

„კაპიტულაციასა და იარაღის დაყრაზე რაიმე საუბარი, ზედმეტია“- ახდენს მის ციტირებას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა.“

მანამდე, კვირას, პიოტრ ანდრიუშჩენკომ, რომელიც მარიუპოლის მერის თანაშემწეა, განაცხადა,რომ ქალაქის დამცველები ბრძოლას გაააგრძელებენ.

„ვიბრძოლებთ ბოლო ჯარისკაცამდე“- თქვა მან.

ანდრიუშენკომ BBC-ის  ახალი ამბების პროგრამაში განაცხადა, რომ მოსკოვის ჰუმანიტარული დაპირების ნდობა არ შეიძლება და გაიმეორა მარიუპოლის ოპიციალური პირების ბრალდება, რომ რუსი სამხედროები იძულებით ახდენენ მოქალაქეების რუსეთში ევაკუაციას.

„ისინი (რუსი სამხედროები) საუბრობენ ჰუმანიტარულ კორიდორებზე, მაგრამ რას აკეთენ სინამდვილეში? მოქალაქეები ძალით გადაჰყავთ რუსეთში“ – აცახადებს ანდრიუშენკო.

ბიბისი-მ ამ ბრალდების გადამოწმება ვერ შეძლო.

მარიუპოლი – რუსებისთვის საკვანძო, სტრატეგიული ადგილია. ის იქცა ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლების ეპიცენტრად.

By admin