THE WASHINGTON POST აშშ
ემი ჩენგი, რეიჩელ პენეტი
რუსეთმა გამოიყენა ჰიპერბგერითი რაკეტები უკრაინაში, ირწმუნებოდა ორშაბათის გამოსვლაში – პრეზიდენტი ბაიდენი. ის ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი არის რეაქცია მოსკოვის „გაჭედილ“ სახმელეთო კამპანიაზე. გასულ კვირაში, რუსეთმა განაცხადა, რომ გაუშვა რაკეტები, რომელთა სისწრაფე 5-ჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს და ისინი, მანამდე არასდროს გამოყენებულა საბრძოლო მოქმედებებში
დასავლეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კრემლი, რომელიც იმედგაცრუებულია სახმელეთო წარუმატებლობით, ახლა არჩევანს შორეულ დარტყმებზე აკეთებს, რათა ამით გააძლიეროს სისხლიანი აგრესია. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ორშაბათის მიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთმა, ისე დაანგრია ზოგიერთი ქალაქი, რომ მისი ცნობა შეუძლებელია და რომ რუს სამხედრო მფრინავებს – „გულის ადგილას – სიცარიელე აქვთ.“ მან ასევე განმარტა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური კომპრომისი რუსეთის თავდასხმის შესაჩერებლად, საჭიროებს უკრაინელი ამომრჩევლის თანხმობას რეფერენდუმის საშუალებით.
ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ეცადოს ომის ესკალაციას და ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, თუმცა მას არ გაუსაჯაროებია საამისო მტკიცებულებები. პენტაგონმა ასევე აღნიშნა, რომ შენიშნა „ გაძლიერებული სამხედრო-საზღვაო აქტივობა“ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც საპორტო ქალაქი ოდესა მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადება. ორშაბათს, მთელი ღამის განმავლობაში, ისმოდა განგაშის ხმა – ასე აღინიშნა კიდევ ერთი დღის დასასრული – ახალი დაღუპულებითა და ნგრევით, რაც გამოწვეული იყო ნიკოლაევსა და ოდესაზე მიტანილი საჰაერო იერიშებით.