Fakt პოლონეთი
კამილ იავორსკი
რომიდან უკან მიმავალმა ტრამპმა, საკუთარ სოცქსელ Truth Social-ში გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და განაცხადა, რომ მას „შესაძლოა სულაც არ სურს კონფლიქტის დასრულება და ჩემს გაცურებას ცდილობდეს. იქნებ ღირდეს კიდეც რუსეთის წინააღმდეგ „საბანკო და მეორადი სანქციების“ შემოღება“
პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, დონალდ ტრამპი შეხვდა ვლადიმირ ზელენსკის. ცოტა ხნის წინ, ამერიკელი ლიდერი ირწმუნებოდა, რომ მისი წარმომადგენლის სტივ უითკოფისა და ვლადიმირ პუტინს შორის წარმართული მოლაპარაკების შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმებამდე „უკვე ცოტა“ რჩებოდა.
„დღეს ტრამპს არავინ უსმენს. პუტინი – მას ყურს საერთოდ არ უგდებს“
მოგვიწევს შეგახსენოთ, დონალდ ტრამპი არაერთხელ დაიმუქრა, რომ შემოიღებდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ თუ კრემლს ვერ შეშეატყობდა მზაობას, რომ სურდა სამხედრო მოქმედებების შეჩერება უკრაინაში. თუმცა ასე დღემდე არ მომხდარა.
„დღეს ტრამპის მოსმენა არავის სურს. პუტინი მას საერთოდ არ უსმენს. ჯერ კიდევ სამი თვის წინ, პუტინი შესაძლოა, ფიქრობდა, რომ ტრამპი მის გადავლას მოინდომებდა, მაგრამ ახლა იცის, რომ საქმე სხვაგვარადაა – ტრამპი უფრო ზელენსკისა და ევროპისა დააძალებს დათმობებზე წასვლას, ვიდრე პუტინს“ – აღნიშნავს გენერალი სკშიპჩაკი ჩვენს პორტალთან ინტერვიუში.
„რაც შეეხება პუტინის მიმართ დამოკიდებულებას, ტრამს აღარ აქვს ზემოქმედების ბერკეტები. პუტინმა იცის, რომ ტრამპი ძალიან სუსტია საიმისოდ, რომ რუსეთს რაიმე მოახვიოს თავს. რუსეთს მხარს უჭერს ჩინეთი, ტრამპმა კი ჯერ „ვერ გამოძებნა და ვერც გამოძებნის საშუალებას, რომ მიაღწიოს იმ მიზნებს, რომელთა დეკლარირებასაც ახდენდა ის, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ის დათმობაზე წასვლას აიძულებს მხოლოდ ევროპას. მან წააგო პუტინთან და ჩინეთთან პაექრობა“ – აღნიშნავს გამოცდილი სარდალი.
ჩვენ ვკითხეთ გენერალ სკშიპჩაკს, შეიძლებოდა იმის თქმა, რომ პუტინმა მოუგო ტრამპს?
„დიახ, პუტინმა ის, პირწმინდად დაამარცხა, არადა ტრამპი ურტყამს ყველას, გარდა პუტინისა. ხოლო ტრამპის წარმომადგენლები, რომლებიც ჩადიან რუსეთში, მოსკოვს არ უყენებენ არანაირ პირობებს, არაფერს მოითხოვენ მისგან. ისინი ცდილობენ უბრალოდ მოელაპარაკონ პუტინს, პუტინთან მოლაპარაკება კი შეუძლებელია“ – დაასკვნის გენერალი სკშიპჩაკი.