Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Der Spiegel  გერმანია

 

ლონდონმა და პარიზმა გვაცნობეს, რომ შეუძლიათ უკრაინაში სამშვიდობო კონტიგენტის გაგზავნა. ესტონეთის მთავრობის მეთაურმა, განაცხადა საკუთარი განზრახვის შესახებ – შეუერთდეს „მსურველთა კოალიციას“

სადღეისოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა, პრაქტიკულად შეუძლებელი მოჩანს. ევროპელ მებრძოლებს შეუძლიათ,  უზრუნველყონ „მყიფე“ მშვიდობა – თუ ის დადგა.

ესტონეთი მზადაა ევროპულ მისიას შესთავაზოს საკუთარი სამხედროები უკრაინაში გასაგზავნად. პრემიერ-მინისტრ კრისტენა მიხალის თქმით, მზადება „მსურველთა კოალიციის“ ჩამოყალიბებისთვის, მიდის სრული სვლით და ბალტიისპირული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია, მზადაა ქვეითთა ქვედანაყოფი ასეულის შემადგენლობით, ასევე ინსტრუქტორები და საშტაბო ოფიცრები, უკრაინაში მიავლინოს. მთავრობა, რა თქმა უნდა, მოიპოვებს აუცილებელ მანდატს კონტიგენტის დანიშნულების ადგილზე გაშლისთვის, ნათქვამია პოლიტიკოსის განცხადებაში, რომელიც ტალინის სახელმწიფო კანცელარიამ გაავრცელა.

                                                          დამოკიდებულია უსაფრთხოების ამერიკულ გარანტიებზე

ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ – ესაა ქვეყნების ჯგუფი, რომელსაც სურს დაეხმაროს უკრაინას სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის მოპოვებაში. ბოლო თვეების განმავლობაში, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, გამოთქვეს მზაობა, მოკავშირეებთან ერთად, გაგზავნონ სამხედროები სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად.

მაგრამ ეს დამოკიდებულია უსაფრთხოების ამერიკულ გარანტიებზე, რომელსაც ტრამპი ვერ იძლევა. მოსკოვმა, ეს გეგმა ხელაღებით უარყო. ახლახან ბრიტანულმა მედიამ შეგვატყობინა, რომ სამშვიდობო მისიის ნაცვლად, მოკავშირეები შეიძლება დაკავდნენ უკრაინული სამხედროების გაწვრთნით, იარაღის მიწოდებითა და საჰაერო სივრცის კონტროლით.

 

„მსურველთა კოალიცია“ შეიქმნა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, დაარწმუნოს კიევი და მოსკოვი, რაც შეიძლება მალე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.

ბევრი ევროპელი შიშობს, რომ უკრაინას ჯერ მოუწევს მოლაპარაკებების დროს დათმობებზე წასვლა და უსაფრთხოების მყარი გარანტიების გარეშე, ქვეყანა შეიძლება იქცეს, მორიგი რუსული თავდასხმის მსხვერპლად.

ამას გარდა, არ არის გამორიცხული, აშშ-მ გრძელვადიან პერსპექტივაში შეწყვიტოს სამხედრო დახმარების გამოყოფა უკრაინაზე ზეწოლის მიზნით.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *