ჩვენს შესახებ

Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ინტერნეტ გამოცემა ნეტმედია  მიზნად ისახავს ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნებას საზოგადოებრივად აქტუალურ თემებზე. ქართულ ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში დღეს არსებული ვითარება  მოწმობს,  რომ  პრესა და ტელეკომპანიები,  მიუხედავად დეკლარირებული დამოუკიდებლობისა , არ გამოირჩევიან თავისუფლების სათანადო ხარისხით.. ამის მთავარი მიზეზი კი  არის ის, რომ ისინი ვერ იქცნენ თვითკმარ კომერციულ ინსტიტუტებად და მათი მესვეურების მხრიდან განიხილებიან საკუთარ ინტერესების პროპაგანდის ინსტრუმენტად.  ამავე მოტივით აქცენტი ძირითადად კეთდება სკანდალზე  და არ ხდება კონკრეტული ფაქტის, მოვლენის მიღმა არსებული ტენდენციების გამოკვეთა.

ნეტმედია შეეცდება მცირედით  მაინც შეცვალოს არსებული ვითარება და შემოგთავაზოთ ანალიტიკურ სტატიები ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე, ასევე, გაგაცნოთ  უცხოური პრესის  ის პუბლიკაციები, რომლებიც  საინტერესო უნდა იყოს ქართველი მკითხველისთვის. ნეტმედია სიამოვნებით დაუთმობს თავის სივრცეს ნებისმიერს, რომლის ნემუშევარიც იქნება კვალიფიციურად შესრულებული, საინტერესო და შეესაბამება ჟურნალისტური ეთიკის საერთაშორისო სტანდარტებს – განურჩევლად იმისა, თანხვდება თუარა  ავტორისა და რედაქციის პოზიციები.