Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Military Watch Magazine  აშშ

 

ავსტრალიის მხრიდან უკრაინის არმიისთვის ნაჩუქარი Abrams-ების პირველი პარტია, ტრანზიტის დაწყების ამსახველი ფოტოსურათების გამოქვეყნებიდან 3 კვირაში, უკრაინაში გამოჩნდა

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ დაპირებული 49 ტანკიდან, უმეტესობა უკვე ადგილზეა, დანარჩენს კი უახლოეს თვეებში ელიან. მიწოდების კომენტირებისას, ავსტრალიის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ მარლზმა განაცხადა: „M1A1 Abrams-ის ტანკები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის კონფლიქტში. ავსტრალია კვლავინდებურად მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და ცდილობს სამართლიანი, სტაბილური მშვიდობის დამყარებას“. ეს ტანკები მოიხსნა ავსტრალიური არმიის შეიარაღებიდან, რომელმაც ის უფრო თანამედროვე – M1A2 SEPv3-ებით ჩაანაცვლა.

სამხედრო მრეწველობის მინისტრმა პეთ კონროიმ კომენტარში აღნიშნა: „ ავსტრალია მხარში უდგას უკრაინას. M1A1 Abrams-ის მოდიფიცირებული ტანკები, გაზრდის უკრაინის არმიის საცეცხლე სიმძლავრესა და მობილურობას. ეს არის ჩვენი პასუხი უკრაინის მთავრობის უშუალო თხოვნაზე და ის ასახავს ავსტრალიის მისწრაფებას, დაიცვას ძირითად პრინციპებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი“.

მარლზმა ავსტალიელი სამხედროები შეაქო მიწოდების კარგი ორგანიზებისთვის: „მიხარია, რომ შევხვდი ავსტრალიელ სამხედროებს, რომელთაც უზრუნველყვეს ამ ტანკების უკრაინამდე ჩატანა“. ავსტრალია ერთადერთი ქვეყანაა დასავლური სამყაროდან, რომელსაც ჭარბი რაოდენობით აქვს საექსპორტო კომპლექტაციის  Abrams-ები. პოლონეთი მეორეა სახელმწიფოა, ვინც ეს მანქანები შეუკვეთა, მაგრამ ის მათ მიიღებს წლების შემდეგ. ეს კანბერას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შეუფერხებლად მიაწოდოს  ტანკები  უკრაინას.

გეგმები Abrams-ების გადაცემის შესახებ, კანბერამ პირველად 2024 წელს გაახმიანა, თუმცა ზოგიერთი წყარო იმასაც ამბობდა, რომ მიწოდების გაჭიანურება, განპირობებული იყო იმით, რომ აშშ არ იძლეოდა საამისო ნებართვას. უფრო თანამედროვე Abrams-ებისგან განსხვავებით, რომლებიც აშშ-მ უკრაინას ადრე  გადასცა, 49 ავსტრალიური ტანკი – უკვე ათწლეულებია გამოიყენება არმიის სამსახურში და ითვლება გაცვეთილად. ეს სავარაუდოდ შეამცირებს მათ ბრძოლისუნარიანობას და გაზრდის ტექნიკური მომსახურების ხარჯებს. ABC/ News-თან ინტერვიუში, სანდო ამერიკულმა წყარომ აღნიშნა, რომ უკრაინულ არმიას გაუჭირდება ამ მანქანების მომსახურება“.

ამას გარდა, ეჭქვეშ დგას Abrams-ების ეფექტიანობა უკრაინის ბრძოლის ველზე – გამომდინარე დანაკარგიდან.

2025 წლის მდგომარეობით, ჯერ კიდევ ივნისის თვეში,    87% ამერიკული ტანკებისა, გამოუსადეგარი იყო.  31 მანქანიდან 27 ერთეული უკვე განადგურებულია ან რუსების ალაფად იქცა.