Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Do Rzeczy  პოლონეთი

 

პრეზიდენტობის კანდიდატი დეპუტატი – მარეკ იაკუბიაკი თვლის, რომ უკრაინამ – პოლიტიკურად ზურგი აქცია პოლონეთსა და აშშ-ს. პარლამენტარის მხრიდან მკვახე  სიტყვები გაისმა კიევის ხელისუფლების მისამართით

2 აპრილს, პოლონეთის სეიმის სპიკერმა – შიმონ გოლოვნიამ განცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში გაიმართება – 18 მაისს. გოლოვნიამ ისიც თქვა, რომ განიხილებოდა მაისის სხვა რიცხვებიც, მაგრამ სახელმწიფო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან კონსულტაციების შედეგად, მან 18 მაისი აირჩია. სპიკერმა დასძინა, რომ ეს შესაძლებლობას იძლევა – 2025 წლის 1 ივნისს, გაიმართოს მეორე ტური.

პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება სეიმის დეპუტატი, საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი რესპუბლიკელების“ და პარტია „კუკიზ 15“-ის წევრი – მარეკ იაკუბიაკი, რომელიც არხ Do Rzeczy-ის სტუმრობდა. პოლიტიკოსი ატარებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრებს მრავალი ამომრჩეველი ესწრება.

„ასეთ დროს, მე ვეუბნები შეკრებილებს: „მოგესალმები, ჩემო 0,5-თო პროცენტო!“ – ირონიულად შენიშნავს დეპუტატი. ის გულისხმობს კანდიდატების რეიტინგებს, რომელსაც სოციოლოგიური გამოკითხვების ავტორები გვთავაზობენ.

               იაკუბიაკი: „ეს არ არის ჩვენი კონფლიქტი, უკრაინა არ არის ჩვენი ქვეყანა“

მარეკ იაკუბუკმა, არხ  Do Rzeczy -ზე, შეფასება მისცა პრეზიდენტ ანჯეი დუდას გადაწყვეტილებებს. ამ კონტექსტში, მან კომენტარი გააკეთა პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებზე.

„არ ცდება ის, ვინც არაფერს აკეთებს. ანჯეი დუდას ანგარიშზე, არა მარტო შეცდომები, არამედ გმირული ნაბიჯებიც ირიცხება. არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებიდან ვინმე ელოდა უკრაინული პოლიტიკის ამგვარ შემობრუნებას პოლონეთის მიმართ. ეს ერთგვარი კულბიტია. ასეთივე კულბიტს მიმართა მან – ამერიკასთანაც“ – ამბობს დეპუტატი „თავისუფალი რესპუბლიკელების“ ფრაქციიდან. „იგივენაირად მოგვექცა ზელენსკი პოლონელებსაც. ასეთი გაიძვერა მთავრობა, როგორიც დღეს მართავს უკრაინას, მე არ მახსენდება,“ ამბობს ის.

იაკუბიკი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, ის არ აკრიტიკებს სახელმწიფო მეთაურს

„მე არ ვადანაშაულებ პრეზიდენტ დუდას მაშინდელი გადაწყვეტილებებისთვის. იმ პერიოდში უკრაინას თავს დაესხა რუსეთი და  ყველა კიევის გვერდით იდგა, ეს არ იყო შეცდომა. ვფიქრობ უნდა გვეამაყებოდეს ჩვენი მაშინდელი საქციელი. თუმცა ახლა ამის გაგრძელება, ყოველივე ამის მოთმენა და უკრაინის მიმართ თავის დავალდებულება -ტოტალური შეცდომა იქნება, რადგან ეს არ არის ჩვენი კონფლიქტი და უკრაინაც არ არის ჩვენი ქვეყანა. ეს არ არის ჩვენი პრობლემა“ – განაცხადა დეპუტატამა.

„ეს არ არის ჩვენი ცირკი და მაიმუნებიც სხვას ეკუთვნის“ – დაამატა მან.

პოლონელი სამხედროები უკრაინაში? პასუხი ცალსახაა

წამყვანმა პეტრ შლიახოვიჩმა – მარეკ იაკუბიაკს ჰკითხა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გაგზავნიდა თუ არა ის პოლონელ ჯარისკაცებს უკრაინაში.

„არა – მტკიცედ უპასუხა პოლიტიკოსმა – ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია“ – დასძინა მან.

უკრაინა საფრთხეს უქმნის პოლონეთს რამდენიმე მიზეზით. პირველი – ჩვენი ქვეყანა გადაივსო უკრაინელებით. აქ თავი მოიყარა მილიონობით უკრაინელმა. ისინი ბოროტად სარგებლობენ ჩვენი კეთილგანწყობით. ახლა ჩვენ გვემუქრება ყველა ჯურის დემორალიზებული დემობილიზებული უკრაინელის შემოჭრა  პოლონეთში. ამ მხრივ, ჩვენ დიდი პრობლემები შეგვექმნება“ – ირწმუნება იაკუბიაკი.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, ასევე ისაუბრა მიგრანტების საფრთხეზე დასავლეთ საზღვრიდან. „ჩვენი გერმანელი მეგობრები, თავის მხრივ, გვამარაგებენ მუქთამჭამელებით, რომლებიც ასევე გვწოვენ სისხლს. ასეთი მძიმე მდგომარეობა არ გვქონია მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული. ეს ნამდვილად ასეა, მე არავის ვაშინებ“- ამბობს პოლიტიკოსი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *