Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

National Review აშშ

ჯიმ გერათი

 

     ნეტავ, რომელმა ჩინოვნიკმა ჩააწვეთა ტომ ფრიდმანს The New York Times-იდან ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი არ ენდობა ზელენსკის?

უხერხული მომენტია: ძვირფასო მკითხველო – კონფლიქტი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა. სინამდვილეში ამერიკის ოფიციალური პირები გაცილებით უკმაყოფილო არიან უკრაინის ხელისუფლებით, ვიდრე ამას  გამოთქვამენ. არსებობს ღრმა უნდობლობა, თეთრ სახლსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის. უნდობლობის დონე კი აღემატება იმ ინფორმაციას, რომელიც მასმედიით გადაიცემა

კიევში რაღაც საინტერესო ხდება. 17 ივლისს ზელენსკიმ გადააყენა უკრაინის გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ეს იყო ყველაზე დიდი რყევა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მოყოლებული. ამის ტოლფასი ქმედება იქნებოდა, ბაიდენს ერთ დღეში რომ გაეთავისუფლებინა მერიკ გარლანდი და ბილ ბარნსი. დღემდე არ მაქვს ცნობა, რომელიც განმიმარტავდა იმას, რას უკავშირდებოდა მომხდარი. ჩვენ თითქოსდა ვუფრთხით, რომ ოფიციალური კიევის  კორიდორთა ბნელ კუნჭულებში შევიჭყიტოთ, რათა გავიგოთ, როგორ კორუფციასა და გამოხდომებს აქვს იქ ადგილი და ეს ხდება იმ დახმარების ფონზე, რომელსაც ჩვენ ვუწევთ უკრაინის ხელისუფლებას. თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით…

შეფასებები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგრამ მე აქ ორ სარწმუნო მოტივს  ვხედავ. პირველი: არ არის გამორიცხული ბაიდენს  უნდოდეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება – ზელენსკის კი ასე არ სურდეს. ამდენად ბაიდენის ადმინისტრაცია შესაძლოა ამზადებდეს ნიადაგს, რათა ქედმაღალ ზელენსკის – მარტოობაში ამოაყოფინოს თავი: დაე იფიქროს იმაზე, რას სჩადის. მოტივი მეორე: ადმინისტრაცია ჭვრეტს, რომ კონფლიქტი ისე არ მიმდინარეობს, როგორც საჭიროა და აპირებს ზელენსკი განტევების ვაცად აქციოს. ის ამზადებს ნიადაგს, რომ განაცხადოს: „ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, რომ უკრაინელებს თავი დაეცვათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისინი აღმოჩდნენ ძალზე მოუხერხებლები, ძალზე კორუმპირებულები და ერთმანეთი დაჭამეს“.

გაიხსენეთ, როგორი მკაცრი და რიხიანი სიტყვით გამოდიოდა (წინასაარჩევნო კამპანიის დროს) ბაიდენი რუსეთის წინააღმდე: „ პუტინმა იცის, რომ როცა მე შეერთებული შტატების პრეზიდენტი გავხდები, მის ტირანიას და აღმოსავლეთ ევროპის დაშინებას – ბოლო მოეღება“.

მაგრამ რა წამს პოსტი დაიკავა, ბაიდენი ამეტყველდა, თუ როგორ სჭირდებოდა „სტაბილური და განჭვრეტადი“ ურთიერთობები რუსეთთან:   „ჩვენ ქვეყნებს შორის პაექრობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ჩვენ ვახერხებდით დაპირისპირების შენელებას ისე, რომ ის არ გამოსულიყო კონტროლიდან.“

პრეზიდენტმა, რომელიც  ერთ დროს მტრულად ეკიდებოდა პუტინს, დაიწყო შეთანხმების ახალი ფორმების ძიება. ბაიდენი მყისიერად დათანხმდა პუტინის წინადადებას, ხუთი წლით გახანგრძლივებულიყო სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება № 3 და არ შეეწინააღმდეგა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს, რითაც გაზარდა ევროპის რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, აღარ გააგრძელა ნადირობა პუტინის პირად ქონებაზე სანქციების საშუალებით, გააძლიერა რუსული ნავთობის ექსპორტი და შეაჩერა მილსადენ Keystone-ის მშენებელობა. ბაიდენი ოვალურ კაბინეტში შევიდა ისე, რომ მაინცდამაინც არ იწვოდა რუსეთთან ბრძოლის სურვილით.

ახლა ის მოსკოვთან გაშუალებულ ომში აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს არ სურდა. ომის დაწყებამდე ის მიანიშნებდა, რომ „მცირე კონფლიქტი“ არ მოახდენდა საპასუხო ქმედებების პროვოცირებას აშშ-სა და ნატოს მხრიდან. ბაიდენი ხედავს, თუ როგორ მოზღვავდა კონფლიქტის შედეგები – ენერგორესურსებსა და საკვებზე ფასების ზრდა, გლობალური შიმშილი, უმკაცრესი ზამთარი დასავლეთ ევროპაში – და ის სავარაუდოდ ცდილობს თავი დაიძვრინოს ამ ალიაქოთიდან. თუ უკრაინა წავა ტერიტორიულ დათმობებზე, დაე ასე იყოს, აშშ-ს დიდად არ ანაღვლებს ის, თუ ვინ გააკონტროლებს დონბასს.

By admin