Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Guardian  დიდი ბრიტანეთი

 

 

         ვლადიმირ პუტინი თანახმაა, 30 დღით შეჩერდეს დარტყმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ შემდგომი პროგრესისთვის, არსებობს პირობებისა და მოთხოვნების გრძელი სია

კრემლის ოფიციალური განცხადება რუსულ ენაზე გაცილებით ვრცელია, ვიდრე თეთრი სახლის და ზოგად წარმოდგენას იძლევა პუტინის არგუმენტებზე, ასევე მისი მოთხოვნებისა და პირობების გრძელ ჩამონათვალზე.

მასში ნათქვამია, რომ რუსულმა მხარემ „მონიშნა რიგი არსებითი მომენტებისა“, რაც მოითხოვს შემდგომ განხილვას, მათ შორისაა ცეცხლის შეწყვეტის  „ეფექტიანი კონტროლი დაპირისპირების მთელი ხაზის გასწვრივ, ასევე პირობა, შეჩერდეს უკრაინელების მობილიზაცია, მათი არმიის გადაიარაღება და უფრო ფართო მოთხოვნა – „აღმოიფხვრას კრიზისის ძირეული მიზეზები“.

განცხადებაში ასევე დამატებულია მოსკოვის „საკვანძო პირობა,“ შეწყდეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია – შემდეგი ფორმულირებით, რომ „სრულად შეჩერდეს“ უცხოური სამხედრო დახმარება და სადაზვერვო მონაცემების გაცვლა უკრაინასთან.

თუმცა ტექსტში დადასტურებულია, რომ პუტინი დაეთანხმა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას (იგულისხმება ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება) და მასში ნათქვამია, რომ რუსეთის ლიდერმა უკვე გასცა შესაბამისი განკარგულება.

კრემლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინმა „კონსტუქციული რეაგირება მოახდინა“ წინადადებაზე, ცეცხლი აღარ გაიხსნას ზღვაზე და ელოდება შემდგომ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა აცნობა ტრამპს რუსეთის გეგმა, გაცვალოს ტყვეები უკრაინასთან – ფორმულით „175 – 175-ზე“ და კეთილი ნების ჟესტის სახით, ის „გაათავისუფლებს 23 მძიმედ დაჭრილ უკრაინელ სამხედროს“.

კრემლის ცნობით, ლიდერებმა დრო დაუთმეს ახლო აღმოსავლეთსა და წითელ ზღვას, ამასთან შეთანხმდნენ, გააძლიერონ ძალიხმევა საიმისოდ, რომ მოხდეს „ორმხრივი  ურთიერთობის ნორმალიზაცია“

ორივე მხარის თქმით, ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ შეწყდეს ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმები  და ზღვაზე საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად, გაგრძელდეს მოლაპარაკებები – როგორც ჩანს, ეს პირობა, ახლოსაა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის წინადადებასთან, რომელიც პირველად საჯაროდ გაახმიანა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა.

ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ლოდინი, რომ შევიტყოთ – კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ მხარეები.