Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

RND  გერმანია

ევა ქუადბეკი

 

უკრაინის პრეზიდენტის – ვლადიმირ ზელენსკის ე.წ. გამარჯვების გეგმა, სამწუხაროდ, ისე შორსაა რეალობისგან, როგორც უკრაინა გამარჯვებისგან

ნატოს შეუძლია მიიღოს მხოლოდ ის ქვეყანა, სადაც მშვიდობა სუფევს. ასე რომ, უკრაინას მოუწევს დასავლელი მოკავშირეების გარეშე გააგრძელოს სამხედრო მოქმედება, რომლისგანაც იტანჯება მისი მოსახლეობა. ამის ძალა კი ქვეყანას არ შესწევს. ნატო და ევროპა ვერ შეთანხმდებიან, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ჩამოყარონ რუსული უპილოტოები. ამდენად, გამარჯვების გეგმას ასრულება არ უწერია. ეს ზელენსკისაც ესმის და ცდილობს, დაითანხმოს მოკავშირეები, აღწერს რა უკრაინის ბუნებრივ სიმდიდრეებს, რომლებიც, მისი თქმით, არ შეიძლება რუსეთს ერგოს.

ვიდრე ზელენსკი ცდილობს შეტევაზე გადავიდეს, ევროპის ქვეყნების მთავრობებს სულ უფრო უჭირთ, შეინარჩუნონ უკრაინის ამჟამინდელი მხარდაჭერა, ფინანსური იქნება ეს, სამხედრო თუ საზოგადოებრივი. იგივე გერმანიისთვის, უკრაინის დახმარება კიდევ უფრო გაჭირდება 2025 წელს, როცა ჩატარდება ფედერალური არჩევნები. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „სარა ლიბკნეხტის ალიანსი“ გვთავაზობენ მშვიდობის მარტივ ფორმულას: შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და წავიდეთ რუსეთთან დათმობებზე. სავსებით მოსალოდნელია მოსახლეობაში გაიზარდოს მოთხოვნა, რომ ნებისმიერ ფასად შეწყდეს ეს კონფლიქტი  და ეს მოხდეს პარტიული მისწრაფებებისგან დამოუკიდებლად.

                             პუტინი თანასწორუფლებიან მოლაპარაკებას არ დათანხმდება

ვერ უგულვებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ ეს სტრატეგია ნიშნავს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, დასასრულს, ასევე იმას, რომ ამით გაიზრდება საფრთხე ევროკავშირისა და ნატოსთვის. პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად არ დასთანხმდება თანასწორუფლებიან დიალოგს, მით უფრო არჩევნების პერიოდში. განხეთქილება ამ ქვეყნის საზოგადოებაში და დემოკრატიული სისტემის დესტაბილიზაციის პოტენციური საფრთხე, ეხმარება პუტინს თავისი მიზნების რეალიზაციაში. მეტიც, ის აამოქმედებს ტროლების ციფრულ არმიას და მომავალ წელს ვიხილავთ, როგორ აზვირთდება რუსეთის მხრიდან მართული დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში.

გერმანიასა და რუსეთს შორის კომუნიკაციის შემცირების ფონზე, ფედერალურ კანცლერ შოლცის კურსი უკრაინაში, ომის დაწყებიდან პირველივე დღიდან, იყო მკაფიო, თანმიმდევრული და სწორი. თავიდან ის ემხრობოდა ბალანსის გრძელვადიან სტრატეგიას, მხარს უჭერდა უკრაინას და იმავდროულად თავს არიდებდა სამხედრო კონფლიქტის ესკალაციას. მან მნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალისხმევა გაიღო, რომ შეემცირებინა ის საფრთხე, რომელიც ამ კონფლიქტიდან მომდინარეობს. სწორედ ამას გაუსვა ხაზი მან სამშაბათის სამთავრობო განცხადებაში: „მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, ვიდრე მას ეს სჭირდება“. პარალელურად შოლცმა აღნიშნა, რომ მზადაა პუტინთან სალაპარაკოდ.  უნდა ითქვას, რომ შოლცი ცდილობდა მოლაპარაკების ინიცირებას კონფლიქტის დაწყებისთანავე და რამდენჯერმე ესაუბრა კიდეც პუტინს ტელეფონით.

გერმანიასა და ევროპას მოუწევთ მოთმინება გამოავლინონ უკრაინასთან ურთიერთობაში. მით უფრო, ვითარება შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს აშშ-ს არჩევნების შემდეგ. თუ ტრამპი დაბრუნდა „თეთრ სახლში“, მაშინ ევროპელებს მოუწევთ დამოუკიდებლად დაეხმარონ უკრაინას. დღეს ევროკავშირი ამისთვის მზად არაა. უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერა, რუსეთის გაყინულ აქტივთა პროცენტების ხარჯზე, სწორი ნაბიჯია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

By admin