Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ISW  აშშ

კაროლინა ჰერდი, ქეთრინ ლოულოფი, გრეის მეფსი, რაილი მეილი და ფრედერიკ უ. კაგანი

 

რუსი სამხედრო ბლოგერები, 28 სექტემბერს, მეტად შეშფოთებული მსჯელობდნენ უკრაინის წარმატებაზე ლიმანის რაიონში, ვარაუდობდნენ რა, რომ რუსულმა ძალებმა ამ რაიონში, შეიძლება იწვნიონ გარდაუვალი მარცხი. რამდენიმე რუსი ბლოგერი და ცნობილი სამხედრო კორესპონდენტი ირწმუნებოდა, რომ უკრაინულმა ძალებმა წინ წაიწიეს ლიმანის დასავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით და რომ ისინი ასრულებენ ლიმანში და სევერსკი დონეცის ჩრდილოეთ ნაპირზე განლაგებული რუსი მებრძოლების ალყაში მოქცევას. რუსმა სამხედრო ბლოგერებმა განაცხადეს, რომ უკრაინელები თავს ესხმიან რუსულ პოზიციებსა და კავშირის ხაზებს, საიდანაც ხდება ლიმანის დაჯგუფების მხარდაჭერა. ლიმანის ზღუდის ჩამოშლა, როგორც ჩანს, სერიოზულ გავლენს მოახდენს დონეცკის ჩრდილოეთში და ლუგანსკის დასავლეთში მყოფ რუსული შენაერთებზე, ხოლო უკრაინელ მებრძოლებს საშუალება მიეცემათ, გაანადგურონ რუსული პოზიციები ლუგანსკის დასავლეთ საზღვარზე და სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის რაიონში

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა  ინფორმაციულად შეემზადებინა საკუთარი მოსახლეობა  ლიმანში მოსალოდნელი მარცხისთვის. რუსეთის თავდაცვის უწყებამ, უგულვებელყო მიმდინარე დანაკარგები ლიმანში და არ მოემზადა ფრონტის ამ უბანზე მოსალოდნელი მარცხისთვის, რაც კიდევ უფრო დააქვეითებს რუსი ჯარისკაცების მორალურ სულისკვეთებას. რუსეთის სამხედრო მეთაურობამ ვერ შექმნა შესაბამისი საინფორმაციო გარემო ხარკოვის ოლქში ჩატარებული უკრაინული კონტრშეტევის ადრეულ ეტაპებზე, რამაც გატეხა რუსების საბრძოლო სულისკვეთება და პანიკა გამოიწვია მთელ აღმოსავლეთ ღერძზე. ამას მოჰყვა რუსი ნაციონალისტების რისხვა საინფორმაციო სივრცეში, რამაც სავარაუდოდ ბიძგი მისცა იმას, რომ კრემლმა გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია და უკრაინული კონტრშეტევის შემდგომ დღეებში უსისტემოდ განახორციელა რუსული პოზიციების გაძლიერება. უკრაინელების მოსალოდნელმა წარმატებამ დონეცკისა და ლუგანსკის მნიშვნელოვან რაიონებში, შესაძლოა გაზარდოს განხეთქილება, როგორც რუს ნაციონალისტებსა და ხელმძღვანელობას, ისე რუს მეომრებსა და მათ მეთაურობას შორის.

კრემლს შეეძლო გადაევადებინა გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ და უკეთ  მოეხდინა რუსეთის საინფორმაციო სივრცისა და ადმინისტრაციული რესურსის კონტროლი, მიუხედავად ამისა, 30 სექტემბერი დარჩა ანექსიის გამოცხადების თარიღად. 27 სექტემბერს ISW-ი აკეთებდა პროგნოზს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, 30 სექტემბერს გამოაცხადებდა ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიას და სიტყვით მიმართავდა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, 28 სექტემბერს გამოაცხადა, რომ რუსეთი ასრულებს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების თხოვნას – „ უახლოეს მომავალში“,  მათი რუსეთთან გაერთიანების შესახებ.

თუმცა რუსეთის სახელმწიო დუმის სპიკერმა – ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ  28 სექტემბერს მოხდებოდა იმის დადასტურება, რომ პარლამენტი თანახმა იყო, მომხდარიყო ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია, რაც განხორციელდებოდა 3-4 ოქტომბრისთვის. ლატვიაში არსებული ოპოზიციური გამოცემა – MEDUZA, იშველიებდა კრემლის წყაროებს, რომელთა თანახმად, კრემლმა გადაწყვიტა „არ დააჩქაროს მოვლენები“. ამ წყაროებმა MEDUZA-ს განუცხადეს, რომ კრემლმა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რამაც აჩვენა რუსეთში არსებული უკმაყოფილება. ამდენად, ანექსიის გადაწყვეტილება, შესაძლოა იყო მცდელობა იმისა, რომ მობილიზაციით გამოწვეული უკმაყოფილება განეიტრალებულიყო.

რუსეთის მიერ დანიშნულმა საოკუპაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში – 28 სექტემბერს გამოაქვეყნეს მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი: ამ უკანასკნელმა აღიაროს ფიქტიური რეფერენდუმის შედეგები და ეს ტერიტორიები შეუერთოს რუსეთს. უახლოეს დღეებში, ამ ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერები ალბათ შეხვდებიან პუტინს, რათა გააცნონ მას მათი თხოვნა. 30 სექტემბერს,  პუტინს შეიძლება უბრალოდ  გაასაჯაროოს ეს მოლაპარაკება-პერფომანსები და არ გამოაცხადოს საბოლოო ანექსია.

რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს ახლადმობილიზებული და არასაკმარისად მომზადებული კონტიგენტის გაგზავნას უკვე დეგრადირებული შენაერთების გასაძლიერებლად, მათ შორის ისეთ ნაწილებში, რომლებიც ადრე წამყვან საბრძოლო ერთეულებად მიიჩნეოდა. უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ახლადმობილიზებული რუსი ჯარისკაცები, უკვე მიავლინეს მეორე მოტომსროლელი ბრიგადის პირველ გვარდიულ სატანკო პოლკში ისე, რომ მათ არ გაუვლიათ რაიმე წვრთნა. 27 სექტემბერს სოციალურ ქსელში განათავსეს კადრები, სადაც ჩანს, როგორ საუბრობს პირველი სატანკი პოლკში გამწესებული რუსი ჯარისკაცი, რომელიც აცხადებს, რომ ის პოლკში აღმოჩნდა ყოველგვარი მომზადების გარეშე და მას 2 დღეში გზავნიან ხერსონის ოლქში. პირველი გვარდიული სატანკო ბრიგადა, 24 თებერვლამდე ითვლებოდა მთავარ მექანიზებულ ნაწილად რუსეთში და ის ფაქტი, რომ მისი ელემენტების გაძლიერება ხდება ცუდი დისციპლინის, გამოუცდელი ადამიანებით, ეხმიანება ISW-s ადრინდელ შეფასებებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ყველაზე ელიტურმა შენაერთებმა განიცადეს დიდი დანაკარგი უკრაინაში, შესაბამისად ისინი დეგრადირებულია. პირველი სატანკო ნაწილზე ახლადმობილიზებულების დამატებამ, საეჭვოა რაიმენაირად გააძლიეროს ეს შენაერთები.

 

By admin