Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Цензор.НЕТ  უკრაინა

იური ბუტუსოვი – გამოცემის მთავარი რედაქტორი

 

  პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღიარა, რომ ატყუებდა უკრაინელ ხალხს და მიუხედავად ნატოს მხრიდან გაფრთხილებისა, შეგნებულად არ ატყობინებდა მოქალაქეებს გარდაუვალი ომის შესახებ. ციტატა, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის გამაოგნებელი და უბრალოდ ამორალური ინტერვიუდან, რომელიც მან მისცა ამერიკულ გამოცემას – „ვაშინგტონ პოსტი:’

 

„თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ მითხრათ: „მომისმინე, შენ ახლავე უნდა შეამზადო ადამიანები და უთხრა მათ, რომ გადადონ ფული, მოიმარაგონ საკვები“ – იხსენებს ზელენსკი. „ასე რომ გვეთქვა – სწორედ ეს უნდოდა ზოგიერთს, ახლა მათ არ დავასახელებ – მაშინ დავკარგავდით 7 მილიარდ დოლარს ყოველთვიურად – გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული. ამ შემთხვევაში, რუსები თავს დაგვესხმებოდნენ და აგვიღებდნენ სამ დღეში… მთლიანობაში – შინაგანი ხმა სწორად გვკარნახობდა: რომ თუ ადამიანებში ქაოსს დავთესავდით, მაშინ რუსები გადაგვყლაპავდნენ. ქაოსის დროს ადამიანები გარბიან ქვეყნიდან. თუნდაც ცინიკურად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ამ ადამიანებმა შეაჩერეს ისინი“.

რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ამ ციტატიდან:

  1. ზელენსკი დეტალურად იყო ინფორმირებული რუსეთთან გარდაუვალი ომის შესახებ, მაგრამ არ მიიღო ზომები, რომლებიც გათვალისწინებულია მტრის შემოჭრის დროს. სკანდალი – საჯარო განცხადებაში არ მდგომარეობს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ონლაინ ვერ იტყვი,  მაგრამ პრობლემა გადაწყვეტილებებშია, რომლებიც არ მიიღეს, არადა მათი მიღება აუცილებელი იყო.
  2. პრეზიდენტი იტყუებოდა, რომ შემოჭრა კი არა, მწვადი და მაისის დღესასწაულები გველოდა. მისი მთავრობა ახდენდა  იმ ხალხის  დისკრედიტაციას, ვინც თვეების განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ საჭირო იყო ბრძოლისთვის მზადება.

ვთქვათ, არ ლაპარაკობ ომის დაწყების შესახებ, იმას რატომღა ამბობ, რომ ეს გამორიცხულია? სად არის აქ ლოგიკა? ამდენად პრეზიდენტმა მოახდინა იმ მოქალაქეების დეზორგანიზაცია, რომლებიც დამოუკიდებლად ემზადებოდნენ ქვეყნის დაცვისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის, რასაც მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი უკრაინის მოსახლეობაში.

  1. ზელენსკი იტყუება, როცა ამბობს, რომ მზადება ომისთვის, იწვევს ქაოსს და რომ მოუმზადებლობა – გამოსავალია.

ქაოსი ახლდა სწორედ რომ მოუმზადებლობას  – ჩახერგილი გზები, უიმედობა, ათეულ ათასობით მსხვერპლი – გამოიწვია სახელმწიფოს მხრიდან ინფორმაციის მიჩქმალვამ და ევაკუაციის სისტემის უქონლობამ.

  1. ტყუილია, ციტატიდან გამომდინარე, რომ რუსები შეაჩერეს იმ უკრაინელებმა, რომლებიც გაფრთხილების შემთხვევაში გაიქცეოდნენ ქვეყნიდან. შემოჭრა შეაჩერა უკრაინულმა არმიამ და მოხალისეებმა. მოხალისე კი პირველივე დღიდან იმაზე მეტი იყო, ვიდრე იარაღი და ათობით ათას უკრაინელს, არ მიეცა შესაძლებლობა ბრძოლაში ჩაბმულიყო – იარაღის საკმარისი მარაგი არ გაგვაჩნდა. ის ხალხი, ვისაც ბრძოლა არ უნდოდა, უპრობლემოდ გაიქცა და არავითარი როლი რუსული შეტევის მოგერიებაში, მას არ შეუსრულებია. მილიონებს, რომლებმაც ჩახერგეს გზები ან ქალაქში დარჩენილებს, რომლებიც რუსული დარტყმის ქვეშ აღმოჩდნენ, არ შეეძლოთ რუსების შეჩერება. უბრალოდ სირცხვილია, ამის შესახებ ამერიკულ პრესასთან საუბარი. პრეზიდენტს წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება ქვეყანაში, რომლის დასაცავად ხალხმა ხელში იარაღი აიღო.

მაშინ რატომ თქვა მან ეს? პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არჩევნებისთვის ემზადება და თავის მართლებას ცდილობს იმის გამო, რაც მას და პრორუს მოხელეებს მისი გარემოცვიდან,  ქვეყნის თავდაცვისთვის ევალებოდათ და არ გააკეთეს.

სწორედ ამით აიხსნება ამგვარი ინტერვიუები, სოცგამოკითხვები, შეკვეთილი რეიტინგები, ათასობით ბოტი.

რა უნდა გაეკეთებინა წესით ჩვენ ბუმბერაზ მთავარსარდალ ზელენსკის, თუკი ქვეყანას ომი ემუქრებოდა და რა არ გააკეთა მან –  მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი მოითხოვდა?

  1. უნდა გამოეცა ბრძანება იმ აუცილებელ ღონისძიებათა ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ, რაც სჭირდებოდა შეიარაღებული ძალების, რეზერვის მობილიზაციასა და გაშლას. ამის გარეშე, გენერალური შტაბი და თავდაცვის მონაწილე სამინისტროები და სტრუქტურები, ვერ მოახერხებდნენ სრულფასოვან მოქმედებას.
  2. უნდა ჩაეტარებინა პირველი რიგის ოპერატიული რეზერვის სამხედროთა შეკრება და უნდა შეევსო საშტატო საბრძოლო ნაწილები. ამით ჩვენი საბრძოლო საკადრო ბრიგადები გაიზრდებოდა – 2-3-ჯერ მაინც.
  3. უნდა შეეკრიბა ტერიტორიული თავდაცვის 25 ბრიგადა, გამოეყო მათთვის იარაღი და ჩაეტარებინა მანევრები, მოემზადებინა ხალხი.
  4. უნდა შეეკრიბა კადრის სამხედროებისა და რეზერვისტების 10 ბრიგადა – სახმელეთო ჯარების კორპუსიდან.
  5. რუსების შემოჭრის ყველა შესაძლო მიმართულებაზე უნდა მოემზადებინა ხიდები დაუყოვნებელი აფეთქებისთვის და მოეხდინა მათი დაცვა  იმისთვის, რომ ხიდები განადგურებულიყო პირველივე რუსული რაკეტის გაშვებისთანავე.
  6. უნდა გაეშალა ჯარები ყველა სტრატეგიულ მიმართულებაზე და მოეხდინა თავდაცვის ორგანიზება. მტერმა ხერსონი აიღო 4 დღეში, სამხრეთის საკვანძო ქალაქი – მელიტოპოლი კი რუსებმა, ომის მეორე დღეს, უბრძოლველად დაიკავეს, ისე, როგორც ბერდიანსკი. ასე რომ შენაერთები, რომლებიც გადაისროლეს მარიუპოლში, თავიდანვე გაიწირა ალყაში მოქცეული ბრძოლისთვის.
  7. უნდა გამოეყო სახსრები ბიუჯეტიდან, რათა შესყიდულიყო ჭურვები, ნაღმები, ტანკსაწინაააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, სამხედრო ამუნიცია, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, უპილოტოები.
  8. უნდა მომხდარიყო საკვანძო თავდაცვითი საწარმოების დაქსაქსვა და  მათი შენიღბვა.
  9. უნდა განხორციელებულიყო საბრძოლო მარაგებისა და ტექნიკის დეკონცენტრაცია, რაც შეამცირებდა რუსების პირველი დარტყმებით მიღებულ დანაკარგს.
  10. უნდა დაწყებულიყო თავდაცვითი ზღუდეების აგება იმ მიმართულებებზე, სადაც თავმოყრილი იყო რუსეთის ძალები.
  11. უნდა მომზადებულიყო ტრანსპორტი და ლოგისტიკა მშვიდობიანი მოსახლეობის, მოხუცების, ბავშვების ევაკუაციისთვის, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში ვერაფრით გეხმარებიან და მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს.

 

ეს არ არის წვრილმანი რამ, ან უბრალო გაფრთხილება და გაცვეთილი სიტყვები: ეს არის ის, რასაც მთავრობა და პრეზიდენტი უნდა აკეთებდნენ, როცა იციან, რომ ომი გარდაუვალია. ნატოს გაფრთხილება იყო მნიშვნელოვანი, რათა ფარულად მოგვეხდინა ძალების გაშლა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ: როგორი გამანადგურებელი დარტყმა ელოდა რუსულ არმიას, ეს ნაბიჯები რომ გადადგმულიყო – არ იქნებოდა რაიმე წინსვლა კიევის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, ხერსონის, მარიუპოლის შემოგარენში. მტერს თავიდანვე ექნებოდა უზარმაზარი დანაკარგი და არანაირი შანსი – ღრმად შემოჭრილიყო რომელიმე მიმართულებით. ეს დანაკარგი იქნებოდა ბევრად მეტი და ჩვენ არ დავკარგავდით თვეებს მობილიზაციაზე, რადგან ყველაფერი ის, რასაც ვამბობ, მოგვიწია შემოჭრით გამოწვეულ ქაოსში.

             მაგრამ ქვეყნის დაცვის, შეცდომების აღიარებისა და ქვეყნის გაერთიანების ნაცვლად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ აირჩია ტყუილი, ტყუილი ათეულ ათასობით ადამიანის დაღვრილი სისხლის, მილიონობით ევაკუირებულის, მტრის მიერ ოკუპირებული ასობით ქალაქისა და სოფლის ფონზე.

           ამდენი ტყუილით ხელისუფლება აბრკოლებს საკუთარი ხალხის გამარჯვებას, რადგან, როგორც მაშინ თვლიდა,  პრეზიდენტი ახლაც თვლის, რომ ხალხი უნდა მოატყუო და თავიც უნდა მოიტყუო. არც იმის უნდა შეგრცხვეს, რომ თქვა:  სამომავლოდაც ტყუილით აპირებ ქვეყნის მართვას. ამგვარი ტყულებით არის გამსჭვალული სახელმწიფო გადაწყვეტილებები და ქმედებები, ხოლო ფრონტზე თუ ზურგში  ასეთი ტყუილის საფასური არის … სიცოცხლე, სიცოცხლე, სიცოცხლე.

ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია – უკრაინელები იბრძოლებენ ბოლომდე. უკრაინას მხარს უჭერს  მთელი მსოფლიო, მაგრამ რამდენად ძვირად დაგვიჯდება  ეს გამარჯვება, ასეთი ტყუილების გამო… ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება ილაპარაკოს სიმართლე იმ საკითხებზე მაინც, რომლებიც უკრაინელების სიცოცხლეს ეხება.

 

 

By admin