Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

OBOZREVATEL  უკრაინა

იური სერგიენკო

 

რუსი ოკუპანტები, მთელ ძალისხმევას მიმართავენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისკენ. მოწინააღმდეგე, ასევე ცდილობს გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა – იუჟნობუგსკის მიმართულებაზე

ამის შესახებ, ნათქვამია 6 აპრილის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში. ამას გარდა შენარჩუნებულია, მტრის მხრიდან – საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ბაზირების რაკეტების გამოყენების საფრთხე. ასე მაგალითად, უწყება იტყობინება, რომ მტერი მთელ ძალისხმევას ახმარს შეტევითი ოპერაციებისთვის  მზადებას, რომლის მიზანია, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარება.

შენარჩუნებულია, მოწინააღმდეგის მხრიდან სარაკეტო იერიშების საფრთხე. ოკუპანტები, საცეცხლე დაზიანებას აყენებენ – თავდაცვითი კომპლექსის ობიექტებს, ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასა და ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებს.

იმავდროულად, მტერი ცდილობს გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა იუჟნობუგსკის მიმართულებაზე. არ არის გამორიცხული, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ტერიტორიის გამოყენება – ამ მიმართულებაზე შეტევის მხარდაჭერისთვის. ტირასპოლის აეროდრომზე, მიმდინარეობს მზადება თვითმფრინავების მისაღებად.

მტერი მცდელობას არ აკლებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებებში, ჩართოს დაქირავებულები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამით შეივსოს ცოცხალი ძალის დანაკარგი. ამასთან დაქირავებულების გამოყენება, არსებით გავლენას საბრძოლო მოქმედებებზე ვერ მოახდენს,  მათი მცირერიცხოვნების გათვალისწინებით.

14-ე საარმიო კორპუსის მეორასე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურობა, რომლის შემადგენლობიდან უკრაინაში საომრად მოიზიდეს 2 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი, ახორციელებს სამხედროების მომზადებას დანაკლისის შესავსებად. არსებული ინფორმაციით, ამ ბრიგადაში ცოცხალი ძალის მთლიანი დანაკარგი, დაახლოებით 30-%-ია. ერთი საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი უკვე განადგურებულია, მეორე – ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად, გაყვანილია ბელგოროდის ოლქში.

ვოლინის მიმართულებაზე, მოწინააღმდეგის მხრიდან შემტევი დაჯგუფებების ფორმირების ნიშნები არ ჩანს. ბელორუსის შეიარაღებული ძალების ცალკეული შენაერთები, კვლავ ასრულებენ უკრაინა-ბელორუსის საზღვრის დაცვის ამოცანებს.

პოლესის მიმართულებაზე, ოკუპანტებს აქტიური ქმედებისთვის არ მიუმართავთ. აღნიშნული მიმართულებიდან გაყვანილი მტრის შენაერთების ნაწილი, იმყოფება ბელორუსის ტერიტორიაზე. გრძელდება მისი აღდგენისთვის საჭირო ღონისძიებები, სავარაუდოდ ძალების გადაჯგუფებისა და მისი საშუალებით სხვა შენაერთების გაძლიერების მიზნით.

არ არის გამორიცხული, ბელორუსის ტერიტორიაზე რუსული შენაერთების დატოვება, რათა მოხდეს უკრაინული ძალების შებოჭვა და სხვა მიმართულებებზე მათი გადასროლის აღკვეთა. ალტერნატიული მიზანი შეიძლება იყოს, რესპუბლიკა ბელორუსის დახმარება – უკრაინა- ბელორუსის საზღვრის დაცვაში.

By admin