Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Deutsche Welle გერმანია

 

„თანამედროვე კასანდრები“ – ხუმრობს საკუთარ თავსა და კიდევ 2 სამხედრო სპეციალისტზე, ახალი ანალიტიკური ცენტრის – Silverado Policy Accelerator-ის დამფუძნებელი – დმიტრი ალპეროვიჩი. ის, ვაშინგტონის სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის ექსპერტი მაიკლ კოფმანი და ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის (FPRI) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რობერტ ლი, იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც გასული წლის ნოემბერში მიაპყრეს მზერა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების თავმოყრას და ზუსტად გამოიცნეს – რუსეთის უკრაინაში შეჭრის თარიღი

რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინასთან, ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა და მოვლენათა განვითარება – „ჯერ კიდევ არ არის გარკვეული“, გვირჩევს ნაადრევი დასკვნებისგან თავის შეკავებას – მაიკლ კოფმანი. ის ვარაუდობს, რუსული ძალების შეტევის გაძლიერებას არაზუსტი იარაღის გამოყენებით და მსხვერპლის ზრდას. „არ ვფიქრობ, რომ გეგმა მოიცავს დიდი ქალაქების აღებას, თუ არ ჩავთვლით – კიევს. ქალაქები ძალას აცლის  და „ჭამს“ არმიას. რუსეთს ასეთი ბრძოლებისთვის საკმარისი ძალა არა აქვს“ – დარწმუნებულია კოფმანი.

რუსეთის არმია ახდენს ძალების გადაჯგუფებას და ამუშავებს ახალ გეგმას, ამბობს ის. მოსკოვი შეეცდება შეინარჩუნოს  კონტროლი საკვანძო ლოგისტიკურ ცენტრებზე, მოკვეთოს უკრაინის შეიარაღებული ძალები მათგან და აიძულოს მოწინააღმდეგეს დანებება, ფიქრობს CNA-ს ანალიტიკოსი. კოფმანი სკეპტიკურად უყურებს რუსული არმიის მიერ კიევის აღებას: „შეტევითი რესურსები მალე ამოიწურება და რუსეთს დასჭირდება ცეცხლის დროებით შეწყვეტა – ჯარების გადაჯგუფებისთვის“.

ამგვარი „ამოსუნთქვის“ აუცილებლობა თვალნათელია, მაგრამ დრო მოსკოვის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ამბობს  FPRI-ს ანალიტიკოსი – რობ ლი: „ თუ შექმნილი ვითარების საერთო სურათს წარმოვიდგენთ, რუსეთს კიდევ აქვს 2-3 კვირა დიდი უკრაინული ქალაქების ალყაში მოქცევისა და დაპყრობისთვის, ვიდრე არ დაიწყება წნეხი რუსეთის ხელისუფლებაზე მისივე ქვეყანის შიგნიდან – ეკონომიკური ვითარების გაურესების გამო“. რუსების მხრიდან კიევის ალყაში მოქცევა და ქუჩის ბრძოლები ანალიტიკოსს ნაკლებად პერსპექტიულად მიაჩნია: „მე არ ვიცი მათ რა გეგმები აქვთ, მაგრამ შეუძლებელია თავდაცვისთვის მტკიცედ მოწოდებული ქალაქის აღება, თუ ის სრულად არ დაანგრიე“ – დაასკვნის ლი.

 

By admin