Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Politico აშშ

პოლ ტეილორი

 

                  პარიზი – ორი წელიც არ გასულა იმ დროიდან, როცა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა, ნატოს დაუსვა დიგნოზი – „ტვინის კვდომა“, ალიანსი კი აღორძინდა, რუსეთის უკრაინისადმი მუქარის წყალობით. ეს „ ჟანგიანი, მაგრამ რიხიანი“ თავდაცვითი ბლოკი – აშშ-ს წინამძღოლობით, დღემდე რჩება ერთადერთ გარანტად ევროპული უსაფრთხოებისა

რამდენად შეესაბამება ზემოთქმული მოსკოვის სტრატეგიულ მიზანს: განდევნოს აშშ ევროპიდან და თავად გაბატონდეს კონტინენეტზე? ამ კითხვაზე პასუხი, მხოლოდ პუტინმა იცის. ჩვენ, ვინც არ ვუწყით მისი გულისნადები, გვეჩვენება, რომ ეს ეწინააღმდეგება საღ აზრს.

რაც არ გაუკეთოს პუტინმა უკრაინას, თუ მისი მიზანი დასავლური ალიანსის დასუსტებაა, მან მიაღწია მიზანს, ოღონდ საკუთარს კი არა – ნატოსას.

ჯერ ერთი, მან გააძლიერა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების მისწრაფება თუ არა, მაშინ გადაწყვეტილება, რომ არ გამორიცხონ ეს ვარიანტი. როცა ხსენებული სკანდინავიური ქვეყნები, ცივი ომის შემდგომ შეუერთდნენე ევროკავშირს, მათ არ უფიქრიათ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების თაობაზე. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ისინი სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩრდილო- ატლანტიკურ ალიანსთან.

ამას გარდა, პუტინმა, საჯარო ულიტმატუმებით, კუთხეში მიამწყვდია ნატოს ყველაზე პასიური წევრებიც კი და ახლა ისინი იძულებული შეიქნენ, მიესალმონ ალიანსის ღია კარის პოლიტიკას, თუმცა ადრე ეჭვქვეშ აყენებდნენ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაეწევრიანების მიზანშეწონილობას. არავინ აპირებს პუტინს თავზე ხელი გადაუსვას – იმ პირობებში, როცა ის უკრაინის საზღვართან – თავს უყრის ასიათასკაციან სამხედრო დაჯგუფებას.

By admin