Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 День  –  უკრაინა

ბორის სოკოლოვი

 

სომეხი მებრძოლები ღონემიხდილი იბრძვიან უთანასწორო ომში და როგორც ჩანს, არ შეუძლიათ მოწინააღმდეგეს შესთავაზონ რაიმე ,,სასწაული არაქსზე.’’ როგორც ირკვევა, აზერბაიჯანულმა არმიამ  შეასრულა შეტევის პირველი ეტაპის ამოცანები, გადაჭრა რა ჩრდილოეთით მთავარი გზა, რომლითაც სომხური შენაერთები მთიან ყარაბაღში მარაგდებოდნენ, სამხრეთით კი ირანთან სასაზღვრო რაიონები დაიკავა. სტრატეგიული ხიდი  ლაჩინის   გზაზე  არის ბოლო  რამ, რაც სომხებს შემორჩათ, ის მძიმედ დაზიანებულია, სავარაუდოდ აზერბაიჯანული რაკეტით. თუ მხარეების მიერ მოწოდებული ვიდეო მასალების ანალიზით ვიხელმძღვანელებთ, რომელთაც სამხედრო ექსპერტები გვთავაზობენ, სომხეთმა უფრო დიდი დანაკარგი განიცადა, ვიდრე აზერბაიჯანმა –  ვგულისხმობთ ჯავშანტექნიკას, არტილერიასა  და ჰაერსაწინააღმდეგო  საშუალებებს

სავარაუდოდ ადამიანური დანაკარგი აზერბაიჯანს ნაკლები აქვს, ვიდრე სომხეთს. ამაზე მიუთითებს სომხეთისა და  მთიანი ყარაბაღის მოწოდება მოსახლეობისადმი სისხლის ჩაბარების შესახებ, რაც ასე სჭირდებათ დაჭრილებს. საპირისპიროდ, აზერბაიჯანის ხელისუფლება  ერთი კვირის შემდეგაც არწმუნებს მოსახლეობას, რომ არ დგას სისხლის ჩაბარების საკითხი, რადგან დაჭრილებისთვის სისხლის არსებული მარაგი საკმარისია. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მაშინ, როცა სომხეთმა საყოველთაო. ერევანმა, მათ შორის, არმიაში დაბრუნებისკენ მოუწოდა იმ პირებს, რომელთა დემობილიზაცია 1 წლის წინ მოხდა და კანონით არმიაში გაწვევა არ ევალებათ. ეს ხდება იმ პირობებში, როცა შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით აზერბაიჯანს ისედაც აქვს რაოდენობრივი და ხარისხობრივი უპირატესობა,  ისე, როგორც აღემატება სომხეთს პირადი შემადგენლობის ოდენობით.

ამას გარდა, გამოჩნდნენ პირველი ტყვეები და ისინი სომხური არმიის მებრძოლები არიან. რიგი ნიშნებით სომეხი ჯარისკაცები უკან იხევენ და დღემდე ვერ განახორციელეს ვერც ერთი წარმატებული კონტრშეტევა. სომხეთის სარდლობა სულ უფრო მეტ ძალას უყრის თავს ყარაბაღში და ამით მას ხაფანგში აქცევს. თუ ერევანს შერჩა რაიმე ძალა, მან უნდა დაიწყოს მძლავრი კონტრშეტევა, გაანადგუროს აზერბაიჯანის  ჩრდილოეთ დაჯგუფება და გაათავისუფლოს გზა ყარაბაღისკენ. თუ მათ ამის ძალა არ შესწევთ, მაშინ თამამად შეუძლიათ დაიწყოს შეიარაღებული ძალებისა და მოსახლეობის ევაკუაცია ყარაბაღიდან.  სხვაგვარად ყველა აზერბაიჯანელებს  ჩაუვარდება ტყვედ. თუ საბრძოლო მასალები არ გაქვს წინააღმდეგობა უაზრობაა. ყველაფერი შესაძლოა 10–15 დღეში დამთავრდეს. აზერბაიჯანულმა არმიამ უკვე გამოაცხადა მზაობა, შექმნას ჰუმანიტარული კორიდორები ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობისთვისა და იმ სომეხი სამხედროებისთვის, ვინც შეწყვეტს წინააღმდეგობას.

სომხეთის არმიის უმწეო მდგომარეობაზე მიუთითებს აზერბაიჯანულ ქალაქების სარაკეტო დაბომბვები, იმ იმედით, რომ საპასუხო იერიში უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე, ხელ-ფეხს გაუხსნის მოსკოვს აამოქმედოს  ОДКБ-ს მექანიზმები. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი წავა გარკვეულ დათმობაზე ყარაბაღის საკითხში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა სახის კომპრომისზე საუბრობდა და რას მოითხოვდა აზერბაიჯანის მხრიდან საპასუხოდ. თუმცა ილჰამ ალიევი ამ სიტუაციაში არ დათანხმდება ცეცხლის რეალურ შეწყვეტას, ვიდრე სომხეთის შენაერთები ყარაბაღიდან არ გავა. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას დმიტრი პესკოვმა ორი სომეხი ბიზნესმენის რუბენ ვარდანიანის და სამველ კარაპეტიანის ვედრებაზე პუტინის მიმართ სასწრაფოდ დახმარებოდა  სომხეთს, ასე   უპასუხა: „ უფრო აქტიური ნაბიჯები, ვიდრე დღეს იდგმება, ძნელი წარმოსადგენიც არის’’. ეს ნაბიჯები კი მხოლოდ  ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნამდე დადის და ამით ომი არ შეჩერდება.

სომხეთის დამარცხების მოახლოებული საფრთხე გვაიძულებს გადავხედოთ ბევრ  სტერეოტიპს. სამხედრო  ექსპერტების უმეტესობას რუსეთში და სხვაგანაც ჰქონდა წარმოდგენა, რომ სომხეთის არმია ერთი თავით აღემატებოდა აზერბაიჯანისას, როგორც საბრძოლო მომზადებით, ისე პირადი შემადგენლობის მოტივაციით. ეს მოსაზრება მართლაც ასახავდა რეალობას 1992 – 1994 წლებში,  მაგრამ ამის შემდეგ მეოთხედი საუკუნე გავიდა. ის სომეხი  ოფიცრები, რომლებიც 90 – იანებში ყარაბაღში  ლეიტენანტებად იბრძოდნენ, დიდი ხანია წავიდნენ არმიიდან, ან უფრო მაღალ თანამდებობაზე სხედან პოლკოვნიკებად და გენერლებად. რიგითი სერჟანტები კი, რომელთაც დაამარცხეს აზერბაიჯანელები, სომხურ არმიაში აღარ დარჩათ.

ზუსტად იგივე სიტუაციაა აზერბაიჯანულ არმიაში. 90-იანი წლების დასაწყისში ის დამარცხდა აზერბაიჯანული სამხედრო ტრადიციის არარსებობის გამო. მეფის რუსეთში აზერბაიჯანელები განთავისუფლებული იყვნენ სამხედრო ბეგარისგან და რუსეთის არმიაში მსახურობდა მხოლოდ მოხალისეების მცირე ნაწილი. საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანელი წვევამდელები ძირითადად არასაბრძოლო ნაწილებში ხვდებოდნენ – კადრის ოფიცრები და სერჟანტები ძალზე მცირე რაოდენობით ჰყავდათ. თუმცა მას შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ნავთობდოლარების საშუალებით არა მარტო შეისყიდა (სადაც კი ხელი მიუწვდებოდა) შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, არამედ მოამზადა ოფიცრების კორპუსიც უცხოეთის სასწავლებლებსა და აკადემიებში, უპირატესად კი თურქეთში. ქვეყნის შიგნით კი წვრთნა თურქი და ებრაელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. შედეგად დღევანდელი აზერბაიჯანული არმია დიდწილად თურქეთის არმიის კლონია, თუმცა ჩამორჩება მას შეიარაღებითა და საბრძოლო მომზადებით.

თერქული არმია კი, იგივე შეფასებით, ამერიკულის კლონია. ამის გათვალისწინებით აზერბაიჯანულ არმია მეტ-ნაკლებად მორგებულია თანამედროვე უკონტაქტო ბრძოლის პირობებს უპილოტო აპარატების უხვად გამოყენებით. სომხეთის არმია გაცილებით მოკრძალებულია  თანამედროვე შეიარაღებისა და საბრძოლო  ტექნიკის თვალსაზრისით. ის დღემდე რჩება,  არა  იმდენად რუსეთის, არამედ საბჭოთა არმიის კლონად – მისი მიდრეკილებით კონტაქტური ბრძოლებისკენ, დამრტყმელი დაჯგუფებების შექმნისაკენ და მთავარ მიმართულებებზე არტილერიისა და ტანკების კონცენტრაციისკენ. უკონტაქტო ბრძოლისთვის ეს დოქტრინა გამოუსადეგარია. უპილოტო აპარატების მასობრივად გამოყენების პირობებში, პირიქით, ცოცხალი ძალის და ტექნიკის  მაქსიმალური დანაწევრებაა საჭირო.

უეჭველია, რომ ამ ომის შემდეგ, სომხეთის არმიას მოუწევს ძირეული გარდაქმნა. ნიკოლ პაშინიანს საამისოდ არც დრო  და არც შესაძლებლობები არ ჰქონდა.  საჭიროა იყო, არა მარტო ძვირადღირებული საბრძოლო საშუალებების შეძენა, მათ შორის რადიოელექტრონულის, არამედ სამეთაურო ცვლილებები. პაშინიანს კი სჭირდებოდა არმიის მხარდაჭერა და ვერ მიდიოდა არმიის ხელმძღვანელობის რადიკალურ შეცვლაზე. არმიის რეფორმა – ეს არა მარტო ჭარბხარჯიანი საქმეა, არამედ ხანგრძლივიც და მის დასასრულებლად ოფიცერთა კორპუსში თაობათა ცვლა, ანუ 15-20 წელია საჭირო.

 

By admin