Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2020 წლის აგვისტოს დასაწყისში, ა.შ.შ. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაახმოვანა ახალი დოქტრინა-„სუფთა ქსელი“ (″Clean Network″), რომლის მიზანია ინტერნეტის ამერიკული სეგმენტი დაიცვას ჩინური კომუნისტური პარტიის ზემოქმედებისგან, ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიის ნაწარმისგან,  პროგრამული უზრნველყოფიდან და ჩინური ღრუბლოვანი სერვისების ოპერატორებისგან

იმის საფუძველზე, რომ ჩინური კომპანიები და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია წარმოადგენს აშშ-თვის ნაციონალურ და ციფრულ საფრთხეს,  საშიშროებას უქმნის მონაცემთა კონფიდენციალობას,  გარდა ამისა, ხელს უწყობს ვირუსების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.

პომპეომ აღნიშნა 5 ძირითადი პოსტულატი და მიმართულება,  რომლის მიხედვით უნდა მოხდეს ე.წ. „წმენდა“.

ეს მიმართულებებია „ Clean Carrier, Clean Store, Clean Apps, Clean Cloud და Сlean Cable”

 

  • ჩინური ოპერატორი არ უნდა იყოს მიერთებული ამერიკულ სატელეკომუნიკაციო ქსელებთან;
  • „არასანდო“ ჩინური აპლიკაციები უნდა იყოს ამოღებული პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული ონ-ლაინ მაღაზიებიდან.

მოწინავე ამერიკული და ევროპული „სანდო პროგრამული უზრუნველყოფა“ ში მწარმოებლების პროდუქცია არ უნდა იყოს დაყენებული „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  სმართფონების არასანდო მწარმოებლების“ პროდუქციაზე.(აშ.შ. ერთ-ერთ ასეთ კომპანიას მიიჩნევს Huawei.

  • ამერიკელი მოქალაქეების და ამერიკული კომპანიების პირადი და კონფიდენციალური მონაცემები არ უნდა ინახებოდეს და მუშავდებოდეს ჩინურ ღრუბლური სერვისების ოპერატორებთან, როგორიცაა: Alibaba, Baidu и Tencent..
  • წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალები, რომლის მეშვეობით აშშ დაკავშირებულია გლობალურ ინტერნეტთან, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ჩინური კომპანიებისთვის.

დოკუმენტში არ არის ნათქვამი, თუ რა გზით და ვადებში  უნდა მიაღწიოს აშშ-მ დასახულ მიზანს.

გერმანული  Der Spiegel გამომცემლობის ჟურნალისტმა პატრიკ ბოიდმა (Patrick Beuth)და  სხვებმაც გამოთქვეს აზრი, რომ აშშ-ს მიერ  არჩეული კურსი გამოიწვევს მსოფლიო გლობალური ქსელის კრიზისს და გააძლიერებს „ბალკანიზაციას“, ანუ ინტერნეტის გახლეჩას რეგიონულ ქსელებად.

ირონია მდგომარეობს იმაში, რომ თავდაპირველად აშშ ადანაშაულებდა ჩინეთსა და რუსეთს ინტერნეტის ბლოკირებაში, შეზღუდვების დაწესებაში და ა.შ., კერძოდ 2016 წელს ამერიკული სავაჭრო პალატის წარმომადგენლები ადანაშაულებდნენ ჩინეთს, რომ ჩინური მხარე თავისი „დიადი ფაირვლოით“ აფერხებს და ბარიერებს უქმნის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას.

ამჟამინდელი ნაბიჯებით კი აშშ ცდილობს გადატიხროს გლობალური ინტერნეტი და შეზღუდოს საკუთარი მოქალაქეებისთვის ჩინური სერვისებით სარგებლობა გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.

 

„თუკი  ყველაზე ძლიერი, ზესახელმწიფო მიიჩნევს ამ ზომებს აუცილებელად, სხვა სახელმწიფოებიც დარწმუნდებიან გადადგმული ნაბიჯების სისწორეში და თავის მხრივ გააძლიერებენ ამ ძალისხმევას.“-წერს Der Spiegel-ი.

სურეის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორმა ალან ვუდვორდმა მაიკ პომპეოს განცხადებას „ შოკისმომგვრელი“ უწოდა და დაამატა:

„ აშშ-ს მთავრობა წლების განმავლობაში აკრიტიკებდა სხვა ქვეყნებს იმის გამო, რომ ისინი ზღუდავენ და აკონტროლებენ საკუთარი მოსახლეობის წვდომას ინტერნეტზე, ეხლა კი ამერიკელები თვითონვე იგივეს აკეთებენ“ – ციტატა ბი-ბი-სი ნიუსიდან.

იმავდროულად ინტერნეტის ერთ-ერთმა შემქმნელმა კარლ აუერბახმა (Karl Auerbach) საკუთარ სტატიაში „ ინტერნეტი: სად მივდივართ?“, იწინასწარმეტყველა მოვლენების შემდეგი განვითარება:

ჩვენ ვაკვირდებით ძლიერ და გადაულახავ ძალებს, რომლებიც იყოფენ და ხლეჩენ ინტერნეტს  ლუკმებად… მომავალში ინტერნეტი იქნება შემდგარი ე.წ. „კუნძულებისაგან“. ამ „ კუნძულებს“ ტენდენცია ექნება გეოგრაფიულად დაემთხვეს საკუთარ საზღვრებს, კულტურას და კორპორაციებს. „ კუნძულებს“  შორის იქნება მრავალი ბარიერი და უთანხმოება. მომავალში ინტერნეტს გამოიყენებენ ძალაუფლების, კონტროლისა და ფინანსური სარგებლის მექანიზმად.

როგორ განვითარდება „ინტერნეტის წმენდა“, ამას დრო გვიჩვენებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ა.შ.შ აქაც საკუთარი მიზნების შესაბამისად ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს სანქციებს, რომელთა შედეგი თავის თავზე უკვე შეიგრძნეს Huawei-იმ და ZTE-მ, TikTok-მა და Wechat-მა.

თუმცაღა დოქტრინაში დეტალები არ არის მითითებული: ვინ, როდის და როგორ განახორციელებს ამა თუ იმ  ნაბიჯს. არ შეიძლება უგულებელვყოთ, რომ განცხადება კეთდება ა.შ.შ. საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, გარდა ამისა, რესპუბლიკელმა ტრამპმა შესაძლებელია ვერ მოიგოს არჩევნები, ხოლო თუ   რესპუბლიკელები ბაიდენის მეთაურობით აღმოჩნდებიან ხელისუფლების სათავეში, არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთის მიმართ აშშ-მ უფრო ლმობიერი პოზიციები დაიკავოს.

By admin