Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Al Jazeera  ყატარი

 

                            წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონი „ ლენდ-ლიზის“ შესახებ, გაამარტივებს, აშშ-ს მხრიდან – უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას

 

აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონი „ლენდ-ლიზის“ შესახებ, რომელიც გააიოლებს სამხედრო აღჭურვილობის უკრაინისთვის მიწოდებას, ამით განახლდება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დაფინანსების პროგრამა.

ოთხშაბათს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით (417-10-ის წინააღმდეგ), მხარი დაუჭირა კანონს  „უკრაინის დემოკრატიის  დაცვისთვის არენდის შესახებ – 2022  წელი“ და კანონპროექტი ხელის მოსაწერად, აშშ-ს პრეზიდენტ – ჯო ბაიდენს გადაუგზავნა. კანონპროექტი ერთხმად დაადასტურეს აშშ-ს სენატში.

ამ ნაბიჯით განახლდა II მსოფლიო ომის პერიოდის ხელშეკრულება, რომელიც ვაშინგტონს ნებას რთავდა, გაეცა სესხი ან არენდით გადაეცა სამხედრო აღჭურვილობა დიდი ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირეებისთვის – ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე.

ახალი პროგრამა ითვალისწინებს მათ დახმარებას, ვინც დაზარალდა რუსეთის უკრაინაში შეჭრით, მათ შორისაა პოლონეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები.

ომის დაწყებიდან ორი თვის თავზე, კონგრესის წევრებმა განაცხადეს, რომ კანონი იმუშავებს ისევე, როგორც ის მოქმედებდა 80 წლის წინ და საშუალებას მისცემს ამერიკულ კომპანიებს, შეავსონ ქვეყანა- პარტნიორების მარაგები – ზედმეტი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე.

„დღეს უკრაინელი ხალხი დგას დემოკრატიისათვის და ტირანიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და აშშ-მ უნდა მიმართოს ყველა საშუალებას, მისი ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის“ – განაცხადა წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატმა წევრმა გაი სქენლონმა.

436-ე ესკადრილიის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი, საჰაერო პორტებში, უკვე  პლატებზე აწყობს საბრძოლო მასალებს, იარაღსა და სხვა აღჭურვილობას, რომლებიც განკუთვნილია უკრაინისთვის. ასე ხდება, მაგალითად სამხედრო- საჰაერო ძალების ბაზაზე დოვერში, დელავერის შტატში.

აშშ – აღმოსავლეთ ევროპაში გზავნის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, შეიარაღებას უპილოტოებისთვის და საბრძოლო მასალებს. „ლენდ-ლიზით“ დაფინანსების მექანიზმი, აშშ-ს საშუალებას აძლევს, უკრაინას შეიარაღება მიაწოდოს დაუყოვნებლივ, ხოლო ტექნიკური მომსახურების ხარჯები აანაზღაუროს მოგვიანებით და ამ გზით გადასცეს უკრაინის მთავრობას.

„უკრაინის მხედრობა აჩვენებს საოცარ ძალას, სიმამაცეს და ჩვენ ისევ უნდა მოვემსახუროთ დემოკრატიას და უზრუნველვყოთ ის რესურსების სრული მარაგით, ეს აუცილებელია უკრაინის სუვერენიტეტის დაცვისთვის“ – განაცხადა თავის გამოსვლაში რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ ქორნინმა, რომელიც სენატში – ამ კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი გახლდათ.

მანამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა მხარი დაეჭირა უკრაინისთვის 33 მილიარდიანი დახმარებისთვის, რაც მოიცავს 20 მილიარდის – იარაღს,  საბრძოლო მასალებსა და სხვა ტიპის სამხედრო აღჭურვილობას.

ბაიდენის მოთხოვნა ითვალისწინებს 8 მილიარდიან პირდაპირ დახმარებას უკრაინის მთავრობისთვის. სამხედრო დანახარჯების ეს მოცულობა მოიცავს სექტემბრამდე პერიოდს, სწორედ ამ დროისთვის დასრულდება ფინანსურ წელიწადი აშშ-ს მთავრობისთვის.

„ჩვენ ეს კანონპროექტი გვჭირდება საიმისოდ, რომ დავეხმაროთ უკრაინას თავისუფლებისთვიის ბრძოლაში“ –  განაცხადა ბაიდენმა ოთხშაბათს, თეთრ სახლში გამოსვლისას.

„ამ ბრძოლის ხარჯი არ არის მცირე, მაგრამ აგრესორის წინაშე თავის დახრა, კიდევ უფრო ძვირი ჯდება“.

კონგრესმა, მანამდე დაადასტურა 11,6 მილიარდიანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა. აქედან 3 მილიარდი მოიცავდა აშშ-ს ევროპული სარდლობის ოპერაციების დაფინანსებასა და ამერიკული კონტიგენტის გაძლიერებას, ხოლო 3,5 მილიარდი განკუთვნილი იყო ამერიკული აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც უკრაინაში გაიგზავნა.

 

 

 

By admin