Цензор.НЕТ უკრაინა
იური ბუტუსოვი
რუსეთის არმიას არ ჰყოფნის მძიმე შეიარაღება და ტრანსპორტი, საყოველთაო მობილიზაცია კი ჩაფლავების პირასაა. პუტინის იმედი, რომ ბრძოლას დიდხანს შეძლებდა, არ მართლდება.
რუსეთს არა აქვს საკმარისი რესურსი – საყოველთაო მობილიზაციისა და ხანგრძლივი ომისთვის.
დღეს ჩვენმა მებრძოლებმა გაანთავისუფლეს ხარკოვის ოლქის სოფლები კუტუზოვკა და მომოტოვა
სოფლებს იცავდა პირველი საარმიო კორპუსის მსროლელთა ქვეგანაყოფი, რომელიც შედგებოდა დონეცკის ოლქიდან მობილიზებულებისგან, მათ შორის იყვნენ საბრძოლო გამოცდილების ჯარისკაცები – გათხარეს თავდაცვითი თხრილი და მიწაში ჩაიმალნენ. სწრაფი შეტევით განადგურდა მოწინააღმდეგის 30 ჯარისკაცი, დანარჩენი გაიქცა, არიან ტყვეები.
მტრის კავშირგაბმულობა მწირია – სოფელი დაქსელილი იყო საველე ტელეფონების მავთულებით. რუსეთის შეიარაღებული ძალებში მობილიზებულებს, არა აქვთ რადიოკავშირი, მათ არ მისცეს ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები ფილადისაა, უმეტესობას არა აქვს საველე სამედიცინო ჩანთა, ხოლო ვისაც აქვს რუსეთის არმიის სტანდარტული „აპტეჩკა“, ტროფეად არ გამოდგება, ესმარხის ღვედები – ჩვენში არავის სჭირდება.
ქვეითების იარაღი – მრავლადაა, მაგრამ მოძველებული. მძიმე შეიარაღება უბრალოდ არ გააჩნიათ, ტრანსპორტი არ ჰყოფნით, სამოქალაქო ავტომობილები კი სავალალო მდგომარეობაშია.
არავითარი შევსება, მათ არ მიეწოდებათ.
ამგვარად, შეუძლებელია, რუსეთის არმიამ მობილიზაცია მოახერხოს – ეს ჩანს, „დეენერ“-იდან (ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა – დსრ) მობილიზებულების მაგალითზე . პუტინს არა აქვს იარაღი ასობით ათასი არამოტივირებული და ცუდად გაწვრთნილი ჯარისკაცისთვის. მათ, ისევე შეაიარაღებენ, როგორც დსრ-ს, სხვა რესურსი მას არ გააჩნია. არმიის სხვაგვარად გაძლიერება, პუტინს არ შეუძლია.
მოკლედ, პუტინის იმედი, რომ ომს დიდხანს შეძლებდა, არ მართლდება. მას შემდეგ, რაც ლენდ-ლიზი ფართო ნაკადით წამოვა უკრაინისკენ, უკრაინული არმია თანდათან მოიპოვებს უპირატესობას შეიარაღებაში და რუსული არმია – იწვნევს ყველაზე დამანგრეველ მარცხს 21-ე საუკუნის ისტორიაში.