Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC  დიდი ბრიტანეთი

იაროსლავ ლუკოვი

 

 ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს „ყველა ინსტრუმენტი“ პასუხის გასაცემად.

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩაერევა უკრაინაში მიმდინარე ომში, მიიღებს „მყისიერ“ პასუხს, გააფრთხილა ყველა – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა

„ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, რითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის… და ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუკი ამის საჭიროება დადგა“ – განაცხადა მან, რაც განიხილება, როგორც მინიშნება – ბალისტიკურ რაკეტებსა და ბირთვულ იარაღზე.

უკრაინის მოკავშირეებმა გააქტიურეს იარაღის მიწოდება, აშშ-მ კი პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს.

გასულ კვირაში რუსეთმა წამოიწყო მასშტაბური შეტევა დონბასის დასაუფლებლად, მას შემდეგ, რაც კიევის მიმდებარე რაიონები დატოვა.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, რუსულ ძალებს „ უჭირთ, გადალახონ უკრაინელების მტკიცე წინააღმდეგობა და ისინი განიცდიან დანაკარგს“.

ამასთან, ევროკომისიამ რუსეთი დაადანასაულა შანტაჟში, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შეწყვიტა გაზის ექსპორტი პოლონეთსა და ბულგარეთში.

კომისიის თავჯდომარემ – ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ეს მიუთითებს რუსეთზე, როგორც „არასანდო“ პარტნიორზე.

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი იძულებულია მიიღოს ამგვარი ზომები დასავლეთის ქვეყნების „არამეგობრული ნაბიჯების“ გამო.

აირის მიწოდება „გაზპრომმა“ შეწყვიტა მას შემდეგ, რაც  პოლონეთმა და ბულგარეთმა, უარი თქვეს საფასურის რუბლებით გადახდაზე – ასე მოითხოვა პუტინმა მარტში, რათა გაემყარებინა საკუთარი დასუსტებული ვალუტა, რაც დასავლურმა სანქციებმა გამოიწვია.

„თუ ვინმე, გარედან ჩაერევა უკრაინის საქმეებში და რუსეთს სტრატეგიულ საფრთხეს შეუქმნის, ჩვენი პასუხი იქნება „მყისიერი“ – თქვა მან.

„ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი (საპასუხოდ), რითაც ბევრი ვერ დაიტრაბახებს. ჩვენ არ ვტრაბახობთ, მაგრამ ჩვენ მათ გამოვიყენებთ, თუ ეს საჭირო შეიქნა“.

რუსეთის ლიდერმა დაამატა, რომ ყველა საპასუხო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

რუსეთი, უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და რამდენიმე დღეში პუტინმა სამხედროებს უბრძანა ბირთვული შეკავების ძალები – გაძლიერებულ მზადყოფნაში მოეყვანათ.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამგვარი მუქარით, პუტინი ცდილობს უკრაინის მოკავშირეებს ხელი ააღებინოს კონფლიქტში ჩაბმაზე.

                                                       გამოიყენებს თუ არა რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს?

პრეზიდენტი პუტინი სიტყვით გამოვიდა მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა გამართეს სამიტი გერმანიაში და უკრაინას სამხედრო დახმარება აღუთქვეს.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „მთებს გადადგამს“, ოღონდ კი უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის დაპირება. ასე მაგალითად, გერმანიამ განაცხადა, რომ გაგზავნის 50 საზენიტო ტანკს, რაც ძირეული შემობრუნებაა მის პოლიტიკაში.

By admin