სარედაქციო სტატია
უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელი კონფლიქტის ფონზე, ჩრდილში მოექცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, რომლებიც ტრადიციულად აისახება არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაზე, განურჩევლად იმისა, როგორ დასრულდება სამხედრო კოფლიქტი უკრაინის ტერიტორიაზე
გავიხსენოთ, რამდენად თვალშისაცემია ახლო აღმოსავლური მოტივები იგივე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, დაწყებული სირიელი ბოევიკების გადასროლით უკრაინაში, სპეციალური ოპერაციის ხელმძღვანელად „სირიელი ყასაბის“ – ალექსანდრე დვორნიკოვის დანიშვნით, რუსული ხომალდების ბლოკირებით ბოსფორის სრუტეში, დამთავრებული ევროპის ენერგოუზრუნველყოფის ალტერნატიულ გზებზე საუბრებით. ახლო აღმოსავლეთი – გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, ეკონომიკური, სამხედრო და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ტრადიციულად განიხილება მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ძალების სასიცოცხლო ინტერესთა შეჯახების ასპარეზად. შეიძლება ითქვას, რომ ამ არეალში საკუთარი თავის პოზიციონირება, პრესტიჟის საკითხადაც იქცა გეოგრაფიულად სრულიად დაშორებული სახელმწიფოებისთვისაც. ამ დენად, რეგიონული თუ მსოფლიო ლიდერების ყურადღების მოდუნება, მხოლოდ დროებითი მოვლენაა და ის გაპირობებულია შუა ევროპაში მიმდინარე ომით. ამ ფონზე, გამორჩეულია თურქეთის პოზიცია, რომელიც თანაბარი წარმატებით ახერხებს საკუთარი პოზიციის დემონსტრირებას უკრაინის კონფლიქტში, (გავიხსენოთ „ბაირახტარების“ კიევისთვის გადაცემის, ერთი შეხედვით რისკიანი ფაქტი – რუსეთის მოსალოდნელი რეაქციიდან გამომდინარე), შემდეგ კი სავსებით ხისტი პოზიცია უკვე დასავლეთის მიმართ, რომ ანკარა არ შეუერთდებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. იმავდროულად, თურქეთი გამუდმებით ახმოვანებს სამშვიდობო ინიციატივებს და არც იმის ღიად თქმას ერიდება, რომ ზოგიერთ ნატოელ მოკავშირეს არ სურს უკრაინაში ომის დასრულება. თურქეთი იქცევა, როგორც ღირსეული, ყველასათვის ანგარიშგასაწევი მოთამაშე, რომელიც არ ცდილობს მოკავშირეების მოხიბვლას ზედმეტი რევერანსებით და არც მოწინააღმდეგეების რეაქცია აშინებს, რაკიღა მისი პოლიტიკა, ითვალისწინებს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს და სრულიად გულგრილია ემოციური მოწოდებების მიმართ. ეს არ არის ყველაფერი, რითაც თურქეთი დღვანდელ ეტაპზე შემოიფარგლება. ხმაურიანი სამშვიდობო ინიციატივების პარალელურად, იგი უარიანად სარგებლობს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში არსებული „ოპერატიული პაუზით“ და აქტიურად ატარებს სამხედრო ოპერაციებს სირიასა და ერაყში, რათა ქურთული სეპარატიზმის კერებს თუ ვერ გაანადგურებს, ისინი მნიშვნელოვნად შეასუსტოს მაინც.
ამ მიზნით, მარტის თვეში, მან დაიწყო საკუთარი სამხედრო ძალების გადასროლა ერაყის ჩრდილოეთით. თურქული თვითმფრინავები, ვერტმფრენები და უპილოტოები, ინტენსიურად ბომბავენ ქურთი მებრძოლების სამხედრო ბანაკებს, თავშესაფრებს, გვირაბებსა და იარაღის საწყობებს.
მთლიანობაში, ეს ოპერაცია – ნაწილია თურქეთი სამხედრო გეგმისა სირიასა და ერაყში, რომელიც ითვალისწინებს ქურთების მუშათა პარტიისა და სირიელი ქურთების დაჯგუფების YPG-ის განადგურებას.
ამ მხრივ, საყურადრებოა თურქეთის თავდაცვის მინისტრის – ჰულუსი აკარის განცხადება: „ჩვენ მზად ვართ, ვიხსნათ ჩვენი კეთილშობილი ერი ტერორისგან, რომელიც ჩვენ ქვეყანას 40 წელია ღრღნის“. უნდა აღინიშნოს საზღვარგარეთული კამპანიის პარალელურად, ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა საკუთრივ თურქეთის ტერიტორიაზე – ის მოიცავს ქურთულ მოძრაობის წარმომადგენლების დაპატიმრებას და ქურთული სახალხო-დემოკრატიული პარტიის აკრძალევის მცდელობასაც. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ ანკარას მშვენივრად ესმის, რომ მხოლოდ სამხედრო კომპონენტით, ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია და იგი უნარიანად იყებს იმ შინაგან წინააღმდეგობებს, რაც ზოგადად ქურთულ მოძრაობაში სხვადასხვა დაჯგუფებებსა და ლიდერებს შორის შეიმჩნევა.
სწორად გათვლილი სადაზვერვო მუშაობისა და დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით, ოფიციალურმა ანკარამ მოახერხა საერთო ენა გამოენახა ქურთული მოძრაობის ერთ ფრთასთან, კერძოდ კი დემოკრატიული პარტიასთან, რომელიც 2006 წლიდან განაგებს ქურთისტანის ავტონომიას ერაყის ჩრდილოეთში. ოპერაციის დაწყებამდე რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვდა ამ ავტონომიის პრემიერ- მინისტრ – მასრურ ბარზანის, რომელიც ქურთების მუშათა პარტიის შეურიგებელი მოწინააღმდეგეა.
მიმდინარე ოპერაციის მიმდინარე ფაზა მოიცავს 3 რაიონს ერაყის ჩრდილოეთში. ასევე თურქული დიპლომატიის წარმატებად უნდა მივიჩნიოთა ის ფაქტი, რომ ქურთების მუშათაა პარტია, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ შეყვანილია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.
ამ ორგანიზაციამ შეიარაღებული ამბოხი, ჯერ კიდევ 1984 წელს დაიწყო და მას შემდეგ კონფლიქტს 40 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოფიციალური ანკარას პოლიტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად განსხავებულია იგივე დასავლეთის რეაქცია, ერთი მხრივ რუსეთის სამხედრო კამპანიაზე მეზობელ სახელმწიფოში და მეორე მხრივ, თურქეთის საზღვარგარეთულ ოპერაციაზე. უპირველესად, ეს თურქეთის დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა რესურსების რაციონალურად გამოყენების მისაბაძი მაგალითია, ნათელი ილუსტრაცია იმისა, რომ რეალური პოლიტიკა ვერ წარიმართება, ვერც ემოციური და პოპულისტური ნაბიჯებით, ვერც ფსევდოპატრიოტულ-ჰუმანისტური აღტყინებისა და წრეგადასული ამბიციების ტყვეობაში.