Gazeta.pl პოლონეთი
უსაფრთხოების გარანტიები
ვლადიმირ ზელენსკიმ სააგენტო Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის გარიყვა, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებიდან – უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, „ძალიან საშიშია“. „შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა, მაგრამ საუბარი უკრაინის შესახებ ჩვენს გარეშე, ეს ყველასთვის – ძალზე საშიშია“ – თქვა ზელენსკიმ. მან დაამატა, რომ მოკავშირეების მხრიდან რუსეთთან შეთანხმება, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის გარეშე, დასრულდება მოსკოვის შემდეგი აგრესიით“. ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ყველაზე იაფი“ უსაფრთხოების გარანტია მოკავშირეებისთვის, იქნება მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება.
დახმარება უკრაინისთვის
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა იმის თაობაზე თუ რამდენი უჯდება აშშ-ს უკრაინის დახმარება. მისი თქმით, მცდარია იმის მტკიცება, რომ უკრაინამ აშშ-სგან მიიღო „177 – თუ სულაც 200 მილიარდი დოლარი“. „ჩვენ ვლაპარაკობთ მატერიალურ საგნებზე, ამდენად ეს დახმარება არ მიგვიღია ფულადი სახით, ის გადმოგვეცა შეიარაღების სახით და მისი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 70 მილიარდ დოლარს“- განაცხადა უკრაინის ლიდერმა. „მაგრამ, როცა საუბრობენ, რომ უკრაინამ მიიღო 200 მილიარდი დოლარი არმიის მხარდაჭერისთვის, ეს ტყუილია. მე არ ვიცი, სად წავიდა ეს ფული. შესაძლოა ის მართლაც არის ქაღალდზე – ასობით სხვა პროგრამასთან ერთად“- თქვა მან
ტრამპი-პუტინი
დონალდ ტრამპმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პირობა დადო, რომ ომს უკრაინაში, რამდენიმე დღეში დაასრულებდა. თუმცა, შემდეგ მან ვადები გადასწია და თქვა, რომ კონფლიქტი შეწყდებოდა ნახევარი წლის განმავლობაში. იანვარში აშშ-ს პრეზიდენტმა გვამცნო, რომ მან მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, დაიწყოს მოლაპარაკებები. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მზადაა ტრამპთან შესახვედრად. „ეს, პირველ რიგში, დამოკიდებულია ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციის არჩევანსა და გადაწყვეტილებებზე“ – თქვა მან.