Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

IL Fatto Quotidiano იტალია

 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა –  კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინელებს „ჩვენი დახმარებით, შეუძლიათ კონფლიქტში გამარჯვება“-ო

„უპატიოსნობაა“ იმის თქმა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთზე გამარჯვება და 2014 წლამდე მდგომარეობის აღდგენა. ამ ფრაზამ ცუდ გუნებაზე დააყენა პოლიტიკოსები კიევიდან და ბრიუსელიდან. ის წარმოთქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა –  მარკო რუბიომ. ეს სიტყვები ეწინააღმდეგება აშშ-ს მხრიდან უკრაინის ხანგრძლივი მხარდაჭერის სულისკვეთებას, რამაც შეაშფოთა ზელენსკი. ეს ფრაზა ასევე უპირისპირდება ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეურიგებელ პოლიტიკას, მაგალითად ევროგაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლის – კაია კალასის პოზიციას, რომელმაც 22 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინელებს „ჩვენი დახმარებით, შეუძლიათ კონფლიქტში გამარჯვება“-ო.

ვაშინგტონში ამ შეხედულებას, როგორც ჩანს, არ იზიარებენ. ამერიკული დიპლომატიის წინამძღოლმა გაიხსენა ის „მხეცობა“ და „საზარელი“ ქმედებები, რაც რუსეთმა კონფლიტის დაწყების დღიდან ჩაიდინა, თუმცა ყველას მოუწოდა, დაიკავონ გონივრული პოზიცია, რათა მოხერხდეს მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა.

„უპატიოსნობა მდგომარეობს განცხადებაში, რომ უკრაინას შეეძლო რუსეთზე გამარჯვება და 2012 თუ 2014 წლის მდგომარეობის უკან დაბრუნება, როცა რუსეთმა მიიერთა ყირიმი“- თქვა მან მეგინ კელისთან ეთერში.

ჯერჯერობით უცნობია, რა სტრატეგიით მოახერხებს ტრამპი კონფლიქტის მონაწილეების დიალოგის აუცილებლობაში დარწმუნებას. უკრაინის მიმართ, მან შეიძლება გამოიყენოს კიევის დამოკიდებულება აშშ-ს მხარდაჭერასა და სამხედრო მიწოდებებზე, თუმცა კალასმა გაიმეორა, რომ „ევროკავშირს შეუძლია კიევის მხარდაჭერა აშშ-ს მხარდაჭერის გარეშეც“. მეორე მხრივ,  მნიშვნელოვანია გულმოდგინე დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთის მიმართულებით – ორი სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა ჯერ კიდევ მომზადების სტადიაზეა – თუ დავუჯერებთ ვაშინგტონისა და მოსკოვის განცხადებებს. რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ აფინანსებს ჩიხურ სიტუაციას კონფლიქტში, რომელმაც „უკრაინა 100 წლით უკან დახია“ და ყველას მოუწოდა, მისი უსწრაფესი დასრულებისკენ.

მან დასძინა, რომ ყოველდღიურად სულ უფრო თვალსაჩინოა ზიანი, რომელიც კონფლიქტს მოაქვს: „ენერგეტიკული ინფრასტუქტურა განადგურებულია. მისი აღდგენისათვის ვინმემ ხომ  უნდა გადაიხადოს, რამდენმა მოქალაქემ მიატოვა უკრაინა და რამდენი ცხოვრობს დღეს სხვა ქვეყნებში? შესაძლოა ისინი არასდროს დაბრუნდნენ უკან. ერის მომავალი ბეწვზე ჰკიდია. ამდენად კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა.“