Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Газета по-украински  უკრაინა

 

ახალი სტატისტიკური მონაცემები მოწმობს: სიკვდილიანობისა და მიგრაციის გათვალისწინებით, გასულ წელს – უკრაინამ დაკარგა 800 ათასი ადამიანი. ამ დროს კი დაიბადა 177 ათასი ბავშვი. სიტუაცია გვაქვს თითქმის შეუქცევადი, მაგრამ ხელისუფლებას აქვს მცირე შანსი, რომ ყველაფერი გამოასწოროს. გამოიყენებს კი ის ამ შანსს?

შემაძრწუნებელი სტატისტიკაა. 2024 წელს, სიკვდილიანობამ უკრაინაში მიაღწია 495 ათას ადამიანს, ხოლო დაიბადა 177 ათასი ანუ სხვაობა შეადგენს 2.8-ს. მოსახლეობის ბუნებრივი უარყოფითი მატება (დიახ, სწორედ ამგვარი ტერმინი გამოიყენება დემოგრაფიაში), გასულ წელს შეადგენდა 318 ათას პირს. ზედიზედ მეორე წელია სიკვდილიანობა შენარჩუნებელია ერთი და იგივე დონეზე, ის პრაქტიკულად არ შეცვლილა. აი, ისედაც დაბალი შობადობა კი უკრაინაში, კიდევ უფრო დაეცა – 6%-ით (მინუს 11 ათასი ახალშობილი). მიგრაციის პარალელურად, რაც დაკავშირებულია კონფლიქტთან, სიკვდილიანობა ყოველწლიურად აღწევს არანაკლებ 100 000 კაცს. ეს მაჩვენებელი, დემოგრაფიული ზეგავლენის სიღრმით, შეიძლება შევადაროთ კორონავირუსის უწყვეტ ეპიდემიას.

დემოგრაფიულად – უკრაინა 2020 წლიდან, პირობითად კორონავირუსითაა მოცული. შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობა ხუთი წელია არაბუნებრივად მცირდება. თუ შეიარაღებული კონფლიქტი ნაციონალური ტრაგედიაა, დემოგრაფია – არის ეროვნული კატასტროფა. ის გამწვავებულია ქვეყნიდან მიგრაციითაც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანა დატოვა 500 ათასმა მოქალაქემ. 2025 წელს, ეს მონაცემები შეიძლება უფრო მეტი იყოს. ანუ ჯამურად, უკრაინამ, ადამიანური კაპიტალის კონტექსტში, გასულ წელს დაკარგა 800 ათასი მოქალაქე: 500 ათასმა კაცმა ქვეყანა დატოვა, ერთი ამდენი კი გარდაიცვალა – დაიბადა  სულ 177 ათასი ბავშვი. კიდევ რამდენიმე წელი ამ გზით სვლა და შემობრუნების წერტილი უკან დაგვრჩება. თუმცა შანსი ჯერ კიდევ რჩება. ეს შანსი მცირეა, მაგრამ მაინც არის.