IL Fatto Quotidiano იტალია
ალესანდრო ორსინი
ზელენსკის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა – კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა – არსებითად განწირულია. ბუდანოვის თქმით, თუ უკრაინა ზაფხულამდე არ დაიწყებს რუსეთთან მოლაპარაკებებს, ის დაასრულებს თავის სახელმწიფოებრიობას: „თუ ზაფხულამდე არ შედგა სერიოზული მოლაპარაკებები, მაშინ დაიწყება პროცესები, რომლებიც ემუქრება უკრაინის არსებობას“. უკრაინელმა დეპუტატმა – ალეკსეი გონჩარენკომ კიდევ უფრო გააძლიერა პანიკა, როცა განაცხადა, რომ მალე „ფრონტი დაიწყებს ჩამოშლას“ თუ საბრძოლო მოქმედებები წარიმართება ისე, როგორც დღეს მიმდინარეობს – რუსეთი კი, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, გაზრდის მოქმედების ტემპს. ამასთან უკრაინამ შეიძლება მალე დაკარგოს მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტი დონბასში – ბოლშაია ნოვოსელკა
უამრავი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც ალყაშია მოქცეული, ჯერ კიდევ აგრძელებს ბრძოლას პოზიციების შესანარჩუნებლად. სამწუხაროდ, მოჰყვნენ რა ნამდვილ ხორცსაკეპში, ისინი თანდათან ხვდებიან, რომ მეთაურობა მათ იყენებს ზვარაკად შესაწირად დიდი ხნის წინ წაგებულ ომში და როცა შესაძლებლობა ეძლევათ – ტოვებენ ფრონტს. ფრონტი ჩამოშლის პირასაა არმიის ფსიქოლოგიური გამოფიტვის გამო, რაც გამოიწვია სამმა განცხადებამ, რომლებმაც საბოლოოდ გატეხა უკრაინელთა საბრძოლო სულისკვეთება. პირველი განცხადება ეკუთვნის ზელენსკის: ჩვენ არ შეგვწევს ძალა, დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები“. შემდეგ იყო მარკ რიუტეს აღიარება, რომ „რუსეთი – სამ თვეში აწარმოებს იმდენს იარაღს, რამდენსაც ნატო ერთი წლის განმავლობაში – ლოს ანჯელესიდან, ვიდრე ანკარამდე“-ო. ბოლოს კი ტრამპმა განაცხადა Fox News-თან ინტერვიუში, რომ ზელენსკი პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის ტრაგედიაზე, რადგან ის თავიდანვე არ მოელაპარაკა პუტინსო.
ტრამპმა ზელენსკი დაადანაშაულა იმაში, რომ მისი სურვილი დაემარცხებინა პუტინი, იყო სიშლეგე. იგივე შეიძლება ითქვას მელონისა და დრაგიზე, ასევე გაზეთ Corriere della Sera-სა და სხვა მსგავს მედიასაშუალებებზე. ეს არის მმართველი კლასის სრული კრახი, რომელიც თავს გამჭრიახად მიიჩნევს, კრახი იმ „ლიბერალებისა“, რომლებიც მოგვიწოდებენ გავაუქმოთ ნებისმიერი ტელეეთერი, რათა იტალიელებმა არ გაიმეორონ იგივე, რასაც უკრაინელები ამბობენ ბოლშაია ნოვოსელკაში: „ეს არის უაზრო ომი, ჩვენ გამოსავალი აღარ დაგვრჩა“.