Junge Welt გერმანია
რაინჰარდტ ლაუთერ ბახი
ზელენსკი ცვლის პოლიტიკურ კურსს
ვლადიმირ ზელენსკი, გარკვეულწილად ისეთივე დღეშია, როგორშიც მისი ჯარისკაცები ფრონტზე. ისინი უკვე რამდენიმე თვეა ჩივიან იმას, რომ მათი ხელმძღვანელობა არ იძლევა ნებას, დატოვონ პოზიციები იქამდე, ვიდრე განადგურდებიან. არ არის სახარბიელო, არც თავად ზელენსკის მდგომარეობა: ახდენდა რა გამარჯვებაში დარწმუნებული კაცის დემონსტრირებას, მან თავად ჩაიგდო თავი ისეთ სიტუაციაში, რომლიდან გამოძვრომაც – ურთულესია
აწყდება რა ახალ-ახალ დაბრკოლებებს, მას უნდა, რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააწვეს მხრებზე – უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ფიასკოს გამო. აქედან მომდინარეობს მისი განცხადება იმის შესახებ, რომ ის თანახმაა, დაიწყოს პუტინთან მოლაპარაკებები, რაც მან თავად აკრძალა 2022 წლის შემოდგომაზე. ახლა კიევში ამბობენ, რომ ეს აკრძალვა ვრცელდებოდა არა ზელენსკიზე, არამედ ყველა სხვა პოლიტიკოსზე. ამდენად, არც არავის დაუწყია მოლაპარაკებები მის გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა თავად მოუწევს იმ ფაფის გასინჯვა, რომელიც სხვებს მოუმზადა… თუ ახლა რუსეთი იტყვის, რომ არ დათანხმდება ზელენსკისთან მოლაპარაკებას, მას შეუძლია თავი წარმოაჩინოს შეურაცხყოფილად და უცოდველად – ეს მისი გათვლის ნაწილია.
რიხით ლაპარაკი კარგი იყო მანამდე, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროკავშირი იმეორებდნენ მანტრას – „დავეხმარებით იქამდე, ვიდრე საჭიროა“-ო. ამით ისინი ზელენსკის ხელში აჩეჩებდნენ მოლაპარაკების გასაღებს. ახლა კი ის უნდა შეეცადოს შეინარჩუნოს ვეტოს უფლება, თანაც ისე, რომ „არა“-ს თქმა არ გამოუვიდეს. აქედან მომდინარეობს ის დამატებითი პირობები, რომლებიც მან გაახმიანა ტრამპთან დაახლოებულ ბრიტანელ ჟურნალისტთან – პირს მორგანთან საუბარში. ამ პირობებიდან თითოელს თავისი შინაარსი აქვს და მათ შესრულებაზე თანხმობა რუსეთის მხრიდან, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ და სამხედრო კონიუნქტურას, სრულიად განსხვავებულს იმისგან, რაც დღეს გვაქვს. ნიშნავს ეს უკრაინისთვის ბირთვული იარაღის დაბრუნებას? არცთუ ძნელი სათქმელია, როგორი ენთუზიაზმით მოეკიდება ამ საკითხს აშშ და უღირს თუ არა რუსეთს ამ პირობაზე დათანხმება. არც პუტინი და არც მისი პოტენციური მემკვიდრეები, ამ ნაბიჯზე არაგზით წავლენ. როგორი წარმოსადგენია მეზობელი, რომელიც აღვსილია შურისძიებით და აღჭურვილია შორ მანძილზე მოქმედი ბირთვულ ქობინიანი რაკეტებით, თანაც დიდი ოდენობით – განა ამისთვის წამოიწყო პუტინმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რატომ უნდა დაუშვას მან ეს, თანაც ახლა? 2022 წლის შემოდგომაზე ზელენსკის შეეძლო მიეღწია კომპრომისისთვის სტამბულში, მაგრამ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ბორის ჯონსონმა და აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაარწმუნეს ის, რომ აჯობებდა ბრძოლის გაგრძელება. ახლა ზელენსკი ამბობს, რომ ეს იყო ოპერაცია, რომლის შედეგის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელი იყო. ეს მართალია… მაგრამ, როცა ამას გირჩევს მოქმედი მთავარსარდალი და ამის გამო, მას პოსტიდან გადააყენებ… მაშინ უკვე ზელენსკი ხარ, მთელი შენი ბრწყინვალებით.