Bloomberg აშშ
ვარენა სეპპი
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ კიევს დახმარება უნდა გაეწიოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. თავად შოლცს, 23 თებერვლის არჩევნებში, დამარცხება ელის
გერმანიის კანცლერმა გააკრიტიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადება, რომელიც ითვალისწინებს კიევის სამხედრო დახმარებას, უკრაინის წიაღისეულზე გარანტირებული წვდომის სანაცვლოდ, იგულისხმება იშვიათი წიაღისეული მეტალებიც.
Redaktionsnetzwerk Deutschland (RND)-ისთვის შაბათს მიცემულ ინტერვიუში, შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა დაეხმაროს უკრაინას, რუსეთის მხრიდან სხვა ტერიტორიებზე შეტევის შემთხვევაში. ამასთან, გერმანია არ აპირებს, დახმარების სანაცვლოდ, სამომავლოდ კომპენსაციის მოთხოვნას. „ასეთივე პოზიცია უნდა ჰქონდეს ყველას“- დასძინა მან.
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, ალბათ ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება მოახლოვებული მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ის იწყება 14 თებერვალს, ერთი კვირით ადრე – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების მრგვალ თარიღამდე.
კომპეტენტური წყაროების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია ალბათ წარმოადგენს კონფლიქტის დასრულების მისეულ გეგმას. ამასთან ნატოს ევროპელი წევრი-ქვეყნები იმედოვნებენ, რომ აშშ-ს მხრიდან სამხედრო დახმარება გაგრძელდება.
გერმანიაში 23 თებერვლის ვადამდელ არჩევნებზე, დიდი ალბათობით, შოლცი მწარე მარცხს იწვნევს. საზოგადოებრივი გამოკითხვების ბოლო მონაცემებით, სოციალ-დემოკრატები აგროვებენ ხმების 15%-ს, ხოლო კონსერვატიული ოპოზიცია – ფროდრიჰ მერცის თაოსნობით, პრეტენზიას ამომრჩეველთა 30%-იან მხარდაჭერაზე აცხადებს.