Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Wirtualna Polska  პოლონეთი

იუსტინა ლიასოტა-კრავჩუკი

 

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს მოქმედება უკრაინის აღმოსავლეთში და აქცენტი კუპიანსკის ხელში ჩაგდებაზე გააკეთეს

ეს ქალაქი განლაგებული მდინარე ოსკოლის გასწვრივ და წარმოადგენს ლოგისტიკურ კვანძს. მისი დაუფლება, რუსებს საშუალებას მისცემს, განავითარონ შეტევა აღნიშნულ რეგიონში. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ რუსების მიერ მდინარის ფორსირება, შეიძლება იქცეს შეტევითი ოპერაციის გადამწყვეტ ფაქტორად.

ამ ქალაქის დაკავება რუსებს გაუადვილებს სხვა ქალაქი-სიმაგრეების ალყაში მოქცევას. უკრაინულ შენაერთებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ მათი ძალები დასუსტებულია. მათ სულ უფრო უჭირთ, გაუმკლავდნენ რუსეთის პირველ გვარდიულ სატანკო არმიას.

                                                              რუსების წარმატებები და უკრაინის თავდაცვა

გამოცემა Forbes-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ რუსები გადალახავენ ოსკოლს, ეს შეიძლება კატასტროფით დასრულდეს. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები ცდილობენ, ამას ხელი შეუშალონ და ისინი ბომბავენ რუსულ პონტონის ხიდებს, თუმცა რუსული ძალების კონცენტრაცია კუპიანსკის შემოგარენში მოწმობს, რუსეთი ემზადება უშუალოდ ქალაქის შტურმისათვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტორეცკის აღების შესახებ, თუმცა უკრაინული წყაროები, ამ ცნობას არ ადასტურებენ. უკრაინის 28-ე ბრიგადის პრესმდივანმა – ევგენი ალხიმოვმა აღნიშნა, რომ მის შენაერთს პოზიციები არ მიუტოვებია.

                                                              სურთ, მოასწრონ მოლაპარაკებების დაწყებამდე

აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული წნეხის ფონზე ( რომელიც მიზნად ისახავს სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზებას), რუსეთი ცდილობს, რომ უკრაინის, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიპყროს. ამდენად რუსული არმია აგრძელებს წინსვლას უკრაინის აღმოსავლეთში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *