Bloomberg აშშ
ოტ ტამიკი
უკრაინაში მიმდინარე სამწლიანი სპეცოპერაციის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ უთქვამს უარი მთავარ მიზანზე, შეცვალოს ძალთა განლაგება ევროპაში, ნათქვამია ესტონეთის საგარეო დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
არსებობს რისკი, რომ უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა, პუტინს მისცემს შანსს – „მოითქვას სული“ იქამდე, ვიდრე დააპირებს საომარი მოქმედებების განახლებას ამ მიზნის მისაღწევად, აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა. მასში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადრინდელი მოთხოვნა – ნატოს ძალები გასულიყვნენ აღმოსავლეთ ევროპიდან, კვლავ ძალაშია.
ესტონეთი არის ბალტიისპირა ქვეყანა, რომელიც ნატოს მარჯვენა ფლანგზე, რუსეთის მეზობლად მდებარეობს და ის უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. ბოლო წლებში, ტალინმა არაერთხელ ამხილა რუსული დაზვერვა ვანდალური ქმედებების ორგანიზებაში, ამდენად ქვეყანამ გაზარდა თავდაცვის ხარჯები.
როგორც ჩანს, პუტინი თვლის, რომ კონფლიქტის დარეგულირება შეიძლება მხოლოდ იალტის მსგავსი შეთანხმებით ანუ ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფით, აღნიშნულია ანგარიშში, სადაც მოხსენიებულია ისტორიული შეხვედრა, რომელზეც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს ლიდერებმა, მონიშნეს ევროპის საზღვრები და ჩამოაყალიბეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.
უკრაინის საგარეო სამხედრო მხარდაჭერასთან დასაპირისპირებლად, რუსეთი – წელს გააღვივებს „ბირთვული ზამთრის“ შიშს ევროპაში, ვარაუდობს ესტონური დაზვერვა. ანგარიშის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი – „უკიდურესად მცირეა“, „რაკი ის ხედავს, როგორ ზღუდავს ევროპას შიშის ფაქტორი“, ის ამოქმედდება მთელი ძალით.
დაზვერვა ასევე ირწმუნება, რომ მიუხედავად დიდი დანაკარგისა პირად შემადგენლობაში და მკაცრი დასავლური სანქციებისა, რუსეთის შეიარაღებული ძალები იზრდება, იწრთობა ბრძოლებში და ხვეწს ახალ ტექნოლოგიებს. ქვეყნის ეკონომიკამ გაუძლო მძლავრ საგარეო წნეხს, თუმცა მისი ზრდის ტემპები შენელდა, რაც ნეგატიურად აისახა მოსკოვის შორსმიმავალ გეგმებზე – მაქსიმალურად განევითარებინა სამხედრო წარმოება, აღნიშნულია მოხსენებაში.
ანგარიშის ერთი თავი ეთმობა ჩინეთს, რომელიც, როგორც ანგარიშის ავტორები ირწმუნებიან, „ფარულ მხარდაჭერას“ უწევს იმ მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებიც საქმიანად ურთიერთობენ მოსკოვთან. დაზვერვის მონაცემებით, ჩინეთი დაეხმარა რუსეთს უპილოტოების წარმოებაში და მიაწოდა მას მაკომპლექტებელი ნაწილები.
„ჩინეთის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ არ დაუშვას რუსეთის დამარცხება უკრაინაში, რადგან ასეთი შედეგი – აღქმული იქნება პეკინის მოწინააღმდეგის, აშშ-ს გამარჯვებად“ – ნათქვამია ანგარიშში