Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Страна.ua  უკრაინა

 

უკრაინის სახალხო დეპუტატმა და ექსპრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უპასუხა, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს (СНБО) მიერ, მისთვის დაწესებულ სანქციებს და პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში დაადანაშაულა

ამის შესახებ, პოროშენკომ დაწერა Telegram-არხზე.

მისი თქმით,  СНБО-მ მიიღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება.

„დანაშაულს ბევრი თანამონაწილე ჰყავს: ესაა ზელენსკის მთელი გუნდი, მინისტრთა კაბინეტი, რომელიც აბსურდულ პოზიციაზე, იძულებით დაითანხმეს  СНБО -ს  წევრებმა.“

პოროშენკომ ზელენსკის ბრალად დასდო ის, რომ ამ უკანასკნელმა, „ საკუთარი პრეზიდენტობის პირველ სამ წელს, უგულვებელყო არმიის წინაშე არსებული პრობლემები“. მან ის დაადანაშაულა იმაშიც, რომ კონფლიქტამდე 5 თვით ადრე, ზელენსკი ახდენდა მოკავშირეების მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციების იგნორირებას“, არ ემზადებოდა თვითონ და „არ ამზადებდა ქვეყანას და არმიას ომისთვის, ხალხს უმალავდა ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა ყველას და თითოეულს, ასევე არ ებრძოდა დიდი სისხლის ხარჯზე არსებულ კორუფციას“.

„ის ეძებს ვინმეს, რომ მას დააკისროს პასუხისმგებლობა და სხვას გადააბრალოს მისი ტრაგიკული შეცდომები. შესაბამისად, მან წამოიწყო მხილების კამპანია დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, ამიტომ ჩაყარა  ციხეში საბრძოლო მეთაურები.  პოროშენკოს დამნაშავედ გამოცხადების გარეშე კი, ეს არაფრით გამოვიდოდა“ – დაწერა ექსპრეზიდენტმა.

მან განაცხადა, რომ „ღრმა ზურგში, არის ერთი მუჭა მმართველებისა, რომელიც აყალიბებს ავტორიტარულ რეჟიმს“.

მანამდე ჟურნალმა Forbes-მა გვამცნო, რომ პეტრო პოროშენკოს დაუწესდა სანქციები. თავის მხრივ, Страна-მ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, დაადასტურა ეს ინფორმაცია. სხვა უკრაინული გამოცემების ცნობით,  ბრალდება მოიცავს – „სახელმწიფო ღალატის მუხლს.“

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *