Цензор.НЕТ უკრაინა
ოლეკსანდრ კოზაკი
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან გასაუბრებამდე, მან ჯერ დაურეკა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს, რათა გაერკვია კრემლის პოზიცია ომის დასრულების თაობაზე
ამის შესახებ იტყობინება New York Post-ი.
„ზოგიერთმა თქვა, რომ მე ჯერ ზელენსკისთან უნდა დამერეკა. მე ასე არ ვფიქრობ. ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ უნდა გაგვეგო, სურდა თუ არა რუსეთს შეთანხმების დადება“ – განმარტა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მან უკვე იცის, რომ ვლადიმირ ზელენსკის უნდა შეთანხმების გაფორმება, რადგან ამის შესახებ, მან თავად უთხრა.
„ახლა უკვე ვიცი, რომ რუსეთს ასევე სურს შეთანხმება“ – დასძინა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესაუბრა რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინს 12 თებერვალს დილით.
მათ კონკრეტულად უკრაინის ომზე ისაუბრეს.
იმავე დღეს ტრამპი ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ ცდილობს მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის და დაასრულოს ომი.
The Telegraph-ის ცნობით, აშშ აღარაა დაინტერესებული უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფით.