Газета по-украински უკრაინა
ევრო ჩაენაცვლება დოლარს, როგორც უკრაინული გრივნის მაფორმირებელი ვალუტა
ეს მოხდება ბაზრისთვის შეუმჩნევლად და თანდათანობით, გვეუბნება უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თანაშემწე – ეკატერინა როჟკოვა.
„ჩვენ თავიდან ავიცილებთ ყოველგვარ შოკს, ამდენად არ ღირს ნერვიულობა, როცა ეს მოხდება. ეს წაადგება უკრაინის ეკონომიკას, რადგან იმ დროისთვის, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირში“ – განაცხადა მან.
დოლარის ევროთი ჩანაცვლება – ეს არის უკრაინის შეუქცევადი მომავალი ისე, როგორც ევროკავშირის წევრობა, დარწმუნებულია როჟკოვა.
„ჩვენი ევროპული კურსის გათვალისწინებით, ეს ზუსტი მოცემულობაა, რომელიც აუცილებლად დადგება. რაკი ევროკავშირის წევრობა გვსურს, ჩვენ უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი მათ ბაზრებზე, როგორც ექსპორტიორებს და როგორც იმპორტიორებს. ამდენად უნდა გვქონდეს ბმა იმ ვალუტასთან, რომლითაც ხორციელდება ოპერაციების უმეტესობა.