BILD გერმანია
იულონ რიოპკე
საახალწლო სიურპრიზი. ვლადიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაანთავისუფლა უკრაინის ელჩი გერმანიაში – ალეკსეი მაკეევი. ამის შესახებ BILD-ისთვის ცნობილი გახდა დიპლომატიური წრეების რამდენიმე წყაროდან.
მის მემკვიდრედ, შეარჩიეს ახლანდელი ელჩი ისრაელში – ევგენი კორნიიჩუკი (58 წლის)
მაკეევი ამ პოსტზე 2022 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა და მაშინ, მან მისი წინამორბედი ანდრეი მელნიკი (49 წლის) შეცვალა – ამ უკანასკნელმა ბერლინში 7 წელი გაატარა. ამ ცვლილების ოფიციალურ ვერსიად დასახელდა ის, რომ მაკეეევის განთავისუფლება არის ნაწილი დიპლომატიური როტაციისა, მაგრამ კულისებში ბევრი რამ საინტერესო ხდება!
„დიპლომატიურ წრეებში საიდუმლოს არ წარმოადგენს თუ ვინ აკრიტიკებდა სისტემატურად მაკეევის საქმიანობას“- წერს მაკეევის გათავისუფლებაზე უკრაინული გაზეთი „Европейская правда“. ლაპარაკია მის წინამორბედ ანდრეი მელნიკზე, რომელიც ბრაზილიაში გამწესებით „დასაჯეს“, როცა მან გერმანია დატოვა.
თუმცა, როგორც ჩანს, მოხდა სკანდალური დიპლომატის რეაბილიტაცია და ამჯერად ის დაინიშნა უკრაინის ელჩად გაეროში, ისევ და ისევ დიპლომატიური როტაციის ფარგლებში. ეს დიდი სამსახურებრივი ნახტომია დიპლომატისთვის – ის დღემდე გერმანულ ენაზე ურთიერთობს „ტვიტერზე“. რა ბედი ეწევა მის მემკვიდრე მაკეევს გერმანიიდან წასვლის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.
ყოფილი ელჩი მელნიკი ხშირად ესხმოდა კრიტიკით თავს მაკეევს მისი ბერლინში ყოფნისას. გაზეთ „Tagesspiegel“-თან ინტერვიუში, მელნიკმა განაცხადა, რომ დროა, ელჩმა „საჯდომი ასწიოს“ სავარძლიდან და დაარწმუნოს გერმანელები, რომ მათ მეტი მხარდამჭერა აღმოუჩინონ უკრაინას.
დიპლომატიური წრეებიდან წამოსული ცნობების თანახმად, მელნიკი დღემდე არ წყვეტს კოლეგის კრიტიკას კულუარებში. იყო თუ არა ეს გადამწყვეტი ფაქტორი მელნიკის წინსვლასა და მაკეევის განთავისუფლებაში, თანაც იმ პერიოდში, როცა დაინიშნა ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი სიგიბა, ძნელი სათქმელია.
BILD-ის მონაცემებით, მაკეევი გერმანიაში თებერვლამდე დარჩება, მაგრამ ინსაიდერების ცნობით, დოკუმენტაცია მისი გადაყენების შესახებ, უკვე გადაგზავნილია ბერლინში – საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მაკეევის გერმანიაში ყოფნისას, მმართველმა კოალიციამ ოლაფ შოლცის (66 წლის) მეთაურობით, უკრაინას გადასცა 121 საბრძოლო ტანკი და 140 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ასევე დიდძალი მძიმე შეიარაღება.
BILD-ის მიმართვაზე, გაეკეთებინათ საკუთარი კომენტარი, არც მაკეევს და არც მელნიკს, პასუხი არ გაუციათ.