Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Телеграф  უკრაინა

ელენა რუდენკო

 

 

თავის საინაუგურაციო სიტყვაში, მას ერთხელაც არ უხსენებია ჩვენი ქვეყანა

ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა –  დონალდ ტრამპმა მიაშურა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს. აქ ჟურნალისტებმა მას შეახსენეს, დაპირება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის,  „24 საათში“ დასრულების შესახებ და მან ამ კითხვას საინტერესოდ უპასუხა.

„ნუ, ჯერ მხოლოდ ნახევარი დღე გავიდა, მეორე ნახევარი დარჩენილია, ვნახოთ“ – თქვა შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა. მან ასევე დაადასტურა მისწრაფება, დაასრულოს რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირება. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ეს საერთოდ არ უნდა მომხდარიყო.

„ჩვენ შევეცდებით, გავაკეთოთ ეს (დავასრულოდ კონფლიქტი – შენიშვნა რედაქციისგან), რაც შეიძლება სწრაფად. თქვენ იცით, რომ კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, არ უნდა დაწყებულიყო“ – დასძინა ტრამპმა.

შეგახსენებთ, თავის საინაუგურაციო გამოსვლაში, ტრამპს სიტყვაც არ უთქვამს უკრაინის შესახებ. მან აქცენტი გააკეთა საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, სოციალურ საკითხებსა და აშშ-ს დამოუკიდებლობაზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია იმუშავებს ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ და რომ ის შტატების ინტერესებს – პირველ ადგილზე დააყენებს.

უკრაინული და საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვაზე, არის არაერთგვაროვანი. ექსპერტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს ეკონომიკური ხასიათის განცხადებებს და იმას, რომ უკრაინა საერთოდ არ უხსენებიათ.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *