The New York Times აშშ
მარია ვარენიკოვა
საზოგადოებრივი წნეხის გავლენით, რომ ფრონტზე უნდა წესრიგი დამყარდეს (უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად იხევენ უკან რუსული შეტევების შედეგად), უკრაინამ დააკავა 3 მეთაური გასულ გაზაფხულზე მტრისთვის ჩაბარებული ტერიტორიების მოტივით
როგორც ორშაბათ საღამოს უკრაინის უშიშროების საბჭომ განაცხადა, სამი მეთაური – ორი გენერალი და ერთი პოლკოვნიკი, ბრალდებულია იმაში, რომ გასულ წელს, მათ ვერ მოიგერიეს ხარკოვის ოლქში (ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი) დაწყებული რუსული იერიში.
უშიშროების საბჭოს არ დაუსახელებია დაკავებულების ვინაობა, მიუთითა მხოლოდ მათი წოდება და ის ქვედანაყოფები, რომლებსაც ისინი მეთაურობდნენ.
ყოფილ მეთაურებს ბრალდებათ ის, რომ მათ არ ააგეს შესაბამისი სიმაგრეები და არ აღჭურვეს სათანადოდ თავდაცვითი პოზიციები, ასევე დაუშვეს სხვა სახის ოპერატიული შეცდომები, რამაც გამოიწვია მოწინააღმდეგისთვის აღმოსავლეთ რეგიონების ნაწილობრივი დათმობა. აქ ახლა გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს, ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
საზოგადოებრივი მოთხოვნის ფონზე – გატარდეს შესაბამისი ზომები, მეთაურების დაკავებები მიმდინარეობს მათი არაკომპეტენტურობისა და დაუდევრობის გამო, რაკი ვერ აღმოიფხვრა დეზერტირობა უკრაინული არმიის რიგებში. ჯარისკაცები, რომლებიც უნებართვოდ ტოვებდნენ შენაერთებს, ხშირად თავიანთი მოქმედების საფუძვლად – მეთაურებთან უთანხმოებას ასახელებენ.
დაპატიმრებულ პოლკოვნიკს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმის გამო, რომ მისი ქვემდებარე ბატალიონის 12 წევრმა მიატოვა პოზიციები, ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში. ცალკე დააკავეს 155-ე ბრიგადის მეთაური. როგორც იტყობინებიან, მისი არასწორი ქმედების გამო, ჯარისკაცების მნიშვნელოვანმა ნაწილმა თვითნებურად მიატოვა პოზიციები მაშინ, როცა უკრაინულიი არმია განიცდის მწვავე „საკადრო შიმშილს“. უკრაინა ასევე ებრძვის სამხედრო მოხელებში ფართოდ გავრცელებულ კორუფციას – კერძოდ მექრთამეობაში ამხილეს მედიკოსი-კომისრები, რომლებიც უკანონოდ იძლეოდნენ გაწვევისგან გათავისუფლების საბუთს.
სამშაბათს უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დაპატიმრებულია ქვეყნის მთავარი სამხედრო ფსიქიატრი და ითქვა, რომ რუსული არმიის შემოჭრიდან მოყოლებული, ის გამდიდრდა მილიონ დოლარზე მეტით – შეიძინა უძრავი ქონება და 4 ავტომობილი BMW.
დანაშაული, რომელიც ბრალად ედებათ მეთაურებს, ითვალისწინებს სასჯელის აღკვეთას 10 წლის ვადით. უშიშრობა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ფორმად, ის განიხილავს მხოლოდ პატიმრობას.
125-ე ბრიგადის მებრძოლები, რომლებიც ხარკოვის თავდაცვით ოპერაციებში მონაწილეობდნენ, ამბობენ, რომ დაკავებულთა შორისაა მათი ყოფილი მეთაური, რასაც ისინი მძაფრად აპროტესტებენ.
„ჩვენ ვიცავდით საზღვრის უზარმაზარ მონაკვეთს და ვიბრძოდით თავდაუზოგავად პირველი სათების განმავლობაში, არ გვყოფნიდა ხალხი, საბრძოლო მასალა და არ გვქონდა მხარდაჭერა, მაგრამ უკან არ ვიხევდით ჩვენი მეთაურის წინამძღოლობით“ – ვკითხულობთ ბრიგადის საიტზე სოციალურ ქსელებში.