Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Daily Mail  დიდი ბრიტანეთი

ფრეია ბარნსი

 

  დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რუსეთის დესპოტ მმართველის გასაგონად, თქვა, რომ უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, არასდროს შევლენ „რუსეთის იმპერიაში“

ამასთან 60 წლის ჯონსონმა საჯაროდ განაცხადა, რომ დასავლეთი „უკან იხევს“ და რომ დონალდ ტრამპი არაფერს იღონებს უკრაინის დასახმარებლად თუ ნატოს წევრები არ გაზრდიან თავდაცვის ბიუჯეტს.

ბალტიურ ახალი ამბების საიტ  Delfi-ისთან ინტერვიუში, ჯონსონმა განაცხადა: „ის, რასაც პუტინი სჩადის, არის არქაიზმი და ბარბაროსობა.  მან უნდა შეიგნოს, რომ არც ესტონეთი, არც ლატვია და არც ლიეტუვა აღარ არის რუსული იმპერიის ნაწილი და იგივე ითქმის უკრაინაზე“.

„ყველაფერი მორჩა, გათავდა. არავითარი იმპერია აღარ იქნება, ვლადიმირ, შე იდიოტო. ბოდიში, ასეთი გამოთქმისთვის“ – დასძინა მან.

ჯონსონმა ასევე მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, რომ განაახლონ უკრაინის ნატოში მიღებისთვის საჭირო ძალისხმევა, რათა მოხერხდეს რუსეთის შემდგომი აგრესიის აღკვეთა.

მან თქვა: „ადამიანებმა შეწყვიტეს ამაზე საუბარი. მე ვთვლი, რომ სრულიად უსაფუძვლოდ, რადგან ევროპას ისევ უხდება უკან დახევა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გაცილებით გაბედულად. ჩვენ ვერ გადავჭრით უკრაინის პრობლემას მეხუთე მუხლით განსაზღვრული გარანტიისა და მისი გრძელვადიანი წევრობის გარეშე“.

ჯონსონმა ასევე გაკიცხა გერმანია და ნატოს სხვა წევრები იმის გამო, რომ ისინი დაჟინებით არ მოითხოვენ ტრამპისგან უკრაინის დახმარებას, ამასთან ისინი კი არ ასრულებენ თავდაცვაზე აღებულ ვალდებულებებს“.

„ვერ ვხვდები, თუ გერმანია არ გაზრდის თავდაცვის ხარჯებს, როგორ უნდა მოვითხოვოთ ტრამპისგან უკრაინის დახმარება – გერმანია კი უარს ამბობს რუსეთის გაყინული 300 მილიარდის უკრაინისთვის გადაცემაზე, ეს ხომ აბსურდია“ – აღნიშნა ჯონსონმა.

კონსერვატორების ყოფილმა ლიდერმა ასევე უსაყვედურა ჩინოვნიკებს „უაზრო“ უარისთვის – შეაიარაღონ უკრაინა, რის გამოც, ბრიტანული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება კიევისთვის, უკრაინაში  რუსული ჯარების შეჭრამდე, ერთი თვით ადრე, ძლივს მოხერხდა.

„პრობლემა – თავად ბრიტანულ სისტემაშია: ჩვენი მოხელეებს, საგარეო სამინისტროდან და სხვა უწყებებიდან, მუდმივად მოჰყავდათ „უაზრო“ არგუმენტები“ – თქვა მან.

„არ ვამბობ, რომ ისინი ბრიყვები არიან, უბრალოდ  მათი წინააღმდეგობა შეცდომა იყო“- აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ჯონსონს მიაწერენ საკვანძო როლს უკრაინის ევროპულ მხარდაჭერაში, იმ დღიდან, რაც 2022 წლის თებერვალში, სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. ის საბრძოლო მოწმედებების დაწყებისთანავე ჩავიდა კიევში და უფლებამოსილების გასვლამდე, კიდევ 2-ჯერ იმყოფებოდა უკრაინაში.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *