Brussels, Belgium. 20th Nov. 2018. People walk outside of of European Parliament building.
Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

POLITICO აშშ

 

                                    ეს ნაბიჯი იდგმება, ევროკავშირის სანქციათა მეექვსე პაკეტზე მიმდინარე დებატების ფონზე

ევროპის პარლამენტი კარს უკეტავს ლობისტებს, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის ინტერესებს, რაკი მოსკოვის შეჭრა უკრაინაში, კვლავ გრძელდება.

რუსული კომპანიების წარმომადგენლებს არ შეეძლებათ პარლამენტის შენობაში შესვლა – აკრძალვის „ძალაში შესვლის მომენტიდან“ – დაწერა ოთხშაბათს თავის ტვიტზე, თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ. „ჩვენ არ უნდა დავუშვათ მათი პროპაგანდის, სიცრუისა და ტოქსიკური ამბების გავრცელება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ“.

მეცოლამ ამ გადაწყვეტილების შესახებ, ხუთშაბათ დილით, პრეზიდენტების კონფერენციის სხდომაზე გამოაცხადა, როგორც ამას მისი პრესმდივანი – იური ლაასი იტყობინება. ეს ხდება იმ დროს, როცა დიპლომატები განიხილავენ კონსალტინგური და საფინანსო მომსახურების  მიწოდების აკრძალვას რუსეთისთვის – ევროკავშირის სანქციათა მეექვსე პაკეტის ფარგლებში.

აკრძალვა „ვრცელდება ყველა ორგანიზაციაზე, რომელიც რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში და შეტანილია ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრში, იუწყება ლაასი ელექტრონულ ბარათში. ეს ეხება იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან სანქცირებულთა ჩამონათვალში მოხვდნენ. მეცოლამ ასევე „დაავალა პარლამენტის სამსახურებს, შეამოწმონ    სხვა რუსული კომპანიებიც, რომელთა წარმომადგენლები შეიძლება ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომზე ან ცდილობენ იმ სანქციებისთვის თავის არიდებას, რომლებიც ევროპის დონეზე იქნა მიღებული“ – დასძინა მან.

პარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროპის კომისიასა და საბჭოს, შეზღუდონ რუსეთთან დაკავშირებული ლობისტები. მწვანეების ჯგუფმა/ EFA-მ შეადგინა პეტიცია, რომელიც ასეთი აკრძალვის დაწესებისაკენ კვირის დასაწყისში მოუწოდებდა პარლამენტს – ახლა ის უკვე განახლდა და მიმართავს საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რათა მან მხარი დაუჭიროს პეტიციას.

„ამ ლობისტებს, დღემდე აქვთ წვდომა ევროკავშირის სხვა შენობებში – ლობისტების რეესტრის საშუალებით“ – ნათქვამია მწვანეები/EFA-ს განახლებულ პეტიციაში. „ჩვენ მოვუწოდებთ შარლ მიშელს, როგორც საბჭოს პრეზიდენტს – აღკვეთოს მათი შესვლა ევროკავშირის ყველა შენობაში“.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები ყველას აფრთხილებენ, რომ მხოლოდ რუსულ კომპანიებზე კონცენტრაცია, აკრძალვის ეფექტს მნიშვნელოვნად შეასუსტებს.

„ეს არის პირველი ნაბიჯი, რაც მისასალმებელია“ თქვა ნიკოლას აიოსამ – საერთაშორისო გამჭვირვალობა EU-ს დირექტორის თანაშემწემ და პროპაგანდის განყოფილების ხელმძღვანელმა, რომელიც მარტიდან მოითხოვს რუსეთის ლობისტების შეზღუდვას. „ინსტიტუტებმა, სრულად უნდა აღკვეთონ რუსეთის გავლენა ბრიუსელზე, მათ შორის, იმ იურიდიული ფირმების, საკონსულტაციო კომპანიებისა და ასოციაციების მხრიდან, რომლების მდებარეობენ ევროკავშირში“.

 

 

 

 

 

By admin