Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE GUARDIAN  დიდი ბრიტანეთი

 

დიდი ბრიტანეთი – უკრაინას მალე  სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. ეს ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ქვეყნის აღმოსავლეთზე სრული კონტროლის დასამყარებლად, იტყობინება PA MEDIA

THE SUN-ის ცნობით, ორი კვირის წინ, თავდაცვის უწყებამ სოლსბერის ზეგანზე უკრაინელებს აჩვენა სარაკეტო კომპლექსი STORMER HIGH VELOCITY MISSILE (HVM). გაზეთი აღნიშნავს, რომ 13-ტონიანი მანქანები, რამდენიმე დღეში ფრონტის ხაზთან გადაიზიდება სატრანსპორტო თვითმფრინავებით C-17.

STORMER-ი იწარმოება კომპანია BAE SYSTEMS-ის მიერ. მის სამართავად საჭიროა მხოლოდ 3 ადამიანი და ის იყენებს STARSTREAK-ის რაკეტებს, რომელთა დანიშნულებაა დაბალ სიმაღლეზე მფრენი საჰაერო ხომალდების გაანადგურება.

საკითხი გადაწყდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „რუსეთის არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი“ კონცენტრირებულია ქვეყნის აღმოსავლეთში – ძირითადად რუსულენოვან დონბასში – შეტევის დასაწყებად, სადაც მოსკოვისგან მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა 2 დამოუკიდებელი რესპუბლიკა შექმნეს და ისინი რუსეთმა აღიარა.

ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, მიაწოდონ, რაც შეიძლება მეტი იარაღი, რომ მოხერხდეს მოწინააღმდეგის მოგერიება. 7 აპრილს ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ის „კონკრეტულად განიხილავს საკითხს, კიდევ რა სახის სამხედრო დახმარება შეიძლება გაეწიოს უკრაინას, იმ ფონზე, როცა ლაპარაკი მიდიოდა ჯავშანტექნიკის გაგზავნაზე. იმავე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ააქტიურებს’’ იარაღის მიწოდებას, უერთდება რა ბრიუსელში კოლეგებს ნატოდან, სადაც უნდა განიხილონ უკრაინის მოთხოვნა – ტექნიკის მიწოდების გაზრდის თაობაზე.

 

By admin