Seznam zprávy ჩეხეთი
დანიელა კუჩეროვა
ზუსტად დღის პირველ საათზე (5 იანვარს), ჩვენ ვუკავშირდებით ალმათს, რომელიც ბოლო საათებია მძვინვარე პროტესტმა მოიცვა. ყაზახების მოთმინების ფიალა აავსო თხევად გაზზე ლიმიტირებული ფასების მოხსნამ, თუმცა ამბოხებულებს ბევრი სხვაც დაუგროვდათ
ზარი – ალმათის გარეუბანში ცხოვრობს. ბოლო საათები მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ უსმენს ინფორმაციას საპროტესტო აქციების შესახებ, რომლებიც მისი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში გაიშალა. აფეთქებები, მას ძალიან აშინებს და ის მადლობას გვეუბნება იმისთვის, რომ ინტერვიუს წყალობით ტელეეკრანს მოსწყდა: ,,სულ ცოტა, დავისვენებ ახალი ამბებიდან ძალადობის შესახებ, რომელსაც მიმართავს შეიარაღებული პოლიცია და არ მივაყურადებ აფეთქებებს“ – ამბობს ის ჩვენი ხანმოკლე საუბრის დაწყებამდე.
ზარი ადასტურებს, რომ ვიდეოჩანაწერები ყაზახეთიდან, რომლებიც სოციალური ქსელებიდან მოედინება – სიმართლეა. ,,ქუჩებში ზუსტად ასეთი რამ ხდება. აქ, ალმათის გარეუბანში სიმშვიდეა, მაგრამ, როგორც ქალაქის ცენტრთან ახლოს მცხოვრებნი ჰყვებიან, ყოველი მხრიდან ისმის აფეთქებების ხმა და ასე გრძელდება თითქმის მთელი ღამის განმავლობაში. აფეთქებები საკმარისად ძლიერია, უწესრიგობები ხდება არა მხოლოდ ცენტრში, არამედ სხვა ადგილებშიც“ – ამბობს ზარი და დასძენს, რომ ეს არ არის „დემონსტრანტების სპონტანური შეკრება,“ როგორც ამას სოციალურ ქსელებში ამტკიცებენ.
,,ალმათი – დიდი ქალაქია. ხალხმა თავშეყრა დაიწყო სხვადასხვა ადგილებში, რის შემდეგაც დაიწყო დემონსტრაციები. პოლიცია, რა თქმა უნდა, შეიარაღებული იყო და უყოყმანოდ შეუდგა (როგორც ეს ვიდეოცანაწერებზე ჩანს) მძიმე ტექნიკის, საბრძოლო ვაზნების, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას. ახლა უკვე ბნელა, მაგრამ პოლიციელები ყოველივე ამას, მაინც იყენებენ ადამიანების წინააღმდეგ. ვერაფრით იტყვი, რომ პროტესტები დაიწყო სპონტანურად, როგორც ამას ამბობენ სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები. ეს საპროტესტო გამოსვლები არ დაწყებულა მხოლოდ გაზზე ფასის ზრდის გამო’’- ამბობს ზარი და დასძენს, რომ ადამიანებს ყაზახეთში ბევრად მეტი პრობლემა აქვთ. ,,დიახ, მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფასების ზრდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა’’- გვიყვება ის და გვიხსნის, რომ ქვეყნის დასავლეთ ქალაქებში არაერთხელ ჰქონდა ადგილი სისხლიან გამოსვლებს. მაშინ მუშებმა დაიწყეს პროტესტი და ითხოვდნენ ხელფასების ზრდას. სახელმწიფო მედია იტყობინებოდა, რომ დემონსტრაციებზე მოკლეს 15 კაცი, სინამდვილეში – მსხვერპლი ასობით იყო. ყველგან სისხლის მდინარეები მოედინებოდა, ტყვიები ხვდებოდა ქუჩაში მყოფ უდანაშაულო მოქალაქეებს.’’
ყაზახეთის ზოგიერთ ქალაქს, უკვე აქვს ამბოხების საკუთარი ისტორია და ამის იქ არავის ეშინია. რამდენიმე დღეში ამბოხებას შეუერთდნენ სხვა ქალაქებიც. მასში ჩაერთნენ ხანშიშესული ქალები, ახალგაზრდები – ყველა, ვინც იგრძნო, რომ საჭიროა გადაიჭრას სოციალური პრობლემები და ამისთვის აუცილებელია პოლიტიკაში მონაწილეობა. ასე რომ, ამას სპონტანურ პროტესტს ვერ უწოდებ’’- ამბობს ზარი.
მისი თქმით, ალმათი – მთავარ როლს თამაშობს წლევანდელ პროტესტებში. ალმათს აქვს ყაზახეთის სამხრეთის მთავარი ქალაქის სტატუსი და მართალია დედაქალაქი ასტანაა (ოფიციალურად ნურ-სულთანი), მაგრამ ალმათი თამაშობს საკვანძო როლს საპროტესტო გამოსვლებში. ახლა ქუჩებში უამრავი პოლიციელია და ის რაც ხდება შემაძრწუნებელია, ქუჩაში გასვლაც კი საშიშია. ადამიანებს აკავებენ – ობივატელებს, აქტივისტებს, ასე გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში. საშიშია, რადგან თქვენ გახსოვთ, როგორ გამწვავდა პროტესტი უკრაინასა და ბელორუსში’’…
აქ საუბარი მოულოდნელად წყდება – ინტერნეტკავშირის შეფერხების გამო. როგორც მოგვიანებით სააგენტო ,,ინტერფაქსმა’’ გვაცნობა, ყაზახეთის ხელისუფლებამ გამორთო ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი დედაქალაქ ნურ-სულთანსა და უმსხვილეს ქალაქ ალმათში. ადგილობრივი მედია- საიტები, საზღვარგარეთ მიუწვდომელია.
პროტესტი ყაზახეთში 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენში დაიწყო. მეორე დღიდან, როცა თხევად გაზზე ფასის ზედა ზღვარი გაუქმდა, ამის შემდეგ, ის 2-ჯერ გაძვირდა. უკმაყოფილო ავტომფლობელებს შეურთდნენ სხვა მოქალაქეები, ისინი შეაშფოთა პროდუქტებისა და სხვა საქონლის მოსალოდნელმა გაძვირებამ. ,,ჩვენთან ყველაფერი გაზზეა დამოკიდებული, თუ ის გაძვირდა, გაძვირდება სხვა ყველაფერი, ხოლო უბრალო ადამიანებს იმდენად დაბალი შემოსავლები აქვთ, რომ თავის გატანა კიდევ უფრო გაუჭირდებათ’’- განმარტა ერლან სარკულოვმა ინტერნეტ გამოცემა Gazeta.ru-სთან.
მანამდე, მედიაში გაჩნდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მმართველმა ელიტამ დატოვა ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს ყველაზე ბობოქარი პროტესტი ბოლო ათი წლის მანძილზე. ოთხშაბათს ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ტელეთერში სიტყვით გამოვიდა ხალხის წინაშე და განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდარიყო, რჩებოდა ნურ-სულთანში.
,,არიან მოკლულები და დაჭრილები, ბანდიტური ელემენტების ბანდები სცემენ სამხედროებს და ამცირებენ მათ, შიშველი დაატარებენ ქუჩებში, ძალადობენ ქალებზე, ძარცვავენ მაღაზიებს, საფრთხე ემუქრება ალმათის ყველა მცხოვრებს და ამას არ შევურიგდებით. ალმათის გარდა, ვითარება დაიძაბა სხვა ქალაქებშიც, ამდენად, რიგ რეგიონებში, ჩემი განკარგულებით შემოვიღეთ საგანგებო რეჟიმი – პრეზიდენტის ეს სიტყვა გაგვაცნო ,,ინტერფაქსმა’’- როგორც სახელმწიფოს მეთაური და უსაფრთხოების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, ვაპირებ ვიმოქმედო უაღრესად მკაცრად’’.
,,ყურადღებას იქცევს ხულიგნური ელემენტების მაღალორგანიზებულობა. ეს მოწმობს შეთქმულთა კარგად გათვლილ სამოქმედო გეგმაზე, რომლებიც მოტივირებულები არიან ფინანსურად – განაცხადა ТАСС-ის გადმოცემით – თოყაევმა. ,,რაც არ უნდა მოხდეს, მე ვრჩები დედაქალაქში – საკუთარ ხალხთან ერთად. ჩვენ გადავლახავთ ამ შავ ფურცელს ყაზახეთის ისტორიაში და აქედან კიდევ უფრო გაძლიერებულნი გამოვალთ’’- დაგვპირდა სახელმწიფოს მეთაური.