Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Bloomberg აშშ

ალბერტო ნარდელი, ნიკ უოდჰემსი, ჯენიფერ ჯეიკობსი

 

      საქმეში ჩახედული ადამიანების თქმით, ზოგიერთი დიდი ევროპული ქვეყნის შეშფოთებას სანქციების ეკონომიკური შედეგების შესახებ, შესაძლოა მოჰყვეს განხეთქილება აშშ-სთან  საკითხზე: რამდენად მკაცრი უნდა იყოს ეს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ  – თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება

დასავლელი მოკავშირეები ერთიანნი არიან, რომ ომის საშიშროება უნდა აღმოიფხვრას, ითვალისწინებენ რა იმას, რომ ამ კვირაში იწყება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, რითაც უნდა განიმუხტოს დაძაბულობა რუსეთთან. ამით ისინი აფრთხილებენ რუსეთს, რომ მას სერიოზული სანქციები ელის ნებისმიერი შეჭრის შემთხვევაში. ნაბიჯები, რომლებიც განხილვის საგანია, მოიცავს ექსპორტის კონტროლს, რუსეთისთვის ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვას და მის გათიშვასაც, გადახდის გლობალური  სისტემისგან.

როგორც ეს წყაროები იტყობინება, მართალია ძირითადი ევროპული ქვეყნები კვლავინდებურად აპირებენ მიიღონ სერიოზული საპასუხო ზომები, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა აშშ-ს გააცნო თავისი შეშფოთება მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანის შესახებ. მათი თქმით, გარკვეული ჯგუფი, ჯერ კიდევ იკვლევს დაგეგემილი სანქციების ეკონომიკურ და სამართლებრივ შედეგებს.

ევროპულ ქვეყნებს ასევე აშფოთებთ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ასევევ მიმართავს საპასუხო ზომებს, შეამცირებს ბუნებრივი აირის კონტინენტისთვის,  მნიშვნელოვან მიწოდებას, რომელიც ისედაც კრიზისშია ენერგორესურსებზე არსებული რეკორდული ფასების მიზეზით. ამას გარდა, საპასუხო ზომების პაკეტი, გულისხმობს ევროკავშირის 27 წევრი- სახელმწიფოს ერთიან პოზიციას – მაშინ, როცა რიგ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული აზრი რუსეთთან ურთიერთობის შესახებ.

რუსეთისა და აშშ-ს მოლაპარაკებების წინ, შეერთებულმა შტატებმა გამართა კონსულტაციები სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან, მათ შორის – საფრანგეთთან, გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან და იტალიასთან, რომლებიც შედიან ე. წ. „ხუთეულში“ და არაფორმალური ჯგუფის სახით განსაზღვრავენ გადაწყვეტილებებს ნატოში. აშშ-მ მოლაპარაკებები ასევე გამართა აღმოსავლეთ ვროპის სახელმწიფოებთან.

ხსენებული წყაროების თანახმად, საპასუხო ზომების შემუშავებისა და  ანალიზის პროცესში გამოთქმული მოსაზრებების გარდაქმნა ერთობლივ შეთანხმებად,  საძნელო საქმე იქნება. განსხვავებული შეხედულებები მიუთითებს იმ პრობლემებზე, რომლებიც დგას აშშ-ს და მისი მოკავშირეების წინაშე. ისინი ცდილობენ მოახდინონ გავლენა ვლადიმირ პუტინზე , რათა მან შეწყვიტოს ჯარების თავმოყრა უკრაინის საზღვრებთან.

ქვეყნებმა განიხილეს საპასუხო ზომების ვარიანტები, მათ შორის, რუსეთის გათიშვა გადახდის საერთაშორისო სისტემიდან (SWIFT), რუსეთის ბანკებისთვის ვალუტის კონვერტირების შეზღუდვა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში,  იმ მოწინავე ტექნოგოლიების ექსპორტზე კონტროლის დაწესება, რომლებიც გამოიყენება ავიაციაში, ასევე აკრძალვა ნახევარგამტარებისა და სხვა კომპონენეტების, კომპიუტერების და სხვა სამომხმარებლო საქონელის მიწოდებაზე.

წყაროს ცნობით, რომელიც გარკვეულია მიმდინარე განხილვებში, ამ შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში პრობლემები შეიქმნება ტექნიკის  სახეობებში – საავიაციო ელექტრონული მოწყობილობებით დაწყებული, სათამაშო კონსოლებითა და პლანშეტებით დამთავრებული. ის ამბობს, რომ ზოგიერთი საპასუხო ზომის შედეგად, რუსეთი დაექვემდებარება ისეთივე მკაცრ საექსპორტო კონტროლს,  რიგორ რეჟიმშიც არის კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია, რომლებიც დიდწილად მოკვეთილნი არიან მსოფლიო ვაჭრობიდან და ფინანსებიდან.

„დიპლომატია – ერთადერთი სწორი გზაა ამ კრიზისის გადაჭრისა. ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან კონსტრუქციულ დიალოგს, ასევე ვააქტიურებთ კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პატნიორებთან. ჩვენ ვამჯობინებთ დიპლომატიას, მაგრამ მზად ვართ პასუხის გასაცემად, თუკი რუსეთმა მორიგი აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ“ – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 2022 წლის 8 იანვარს.

როგორც აშშ-ს ადმინისტრაციასთან დაკავშირებულმა ერთ-ერთმა მოხელემ გვაცნობა, შეშფოთებას იწვევს ის, თუ როგორ მხარდაჭერას გამოხატავს გერმანია, რომელმაც ესესაა დაასრულა რუსეთიდან შემავალი გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი – 2“-ის მშენებლობა. მისი თქმით ანგელა მერკელის შემდეგ (ის 16 წელი იყო ამ თანამდებობაზე), ასევე წარმოიშვა ახალი პრობლემა – „სიცარიელე“’ – რაც გამოიხატება ევროპელი ლიდერის არყოფნაში, რომელსაც შეეძლებოდა ევროკავშირის მიყვანა გარკვეულ გადაწყვეტილებამდე, ამასთან, ექნებოდა პუტინთან ურთიერთქმედების უნარი. აირის ჩატვირთვა გაზსადენში, ჯერ არ დაწყებულა და მარეგულირებელ ორგანოებს –  ბერლინსა და ბრიუსელში ჯერ არ მოუხდენიათ გაზსადენის სერტიფიცირება.

„ჩვენ ერთობლივად ვახდენთ ჩვენი მიდგომის კოორდინაციას ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრებთან და პარტნიორ- თანამზრახველებთან – განაცხადა კვირას ევროკავშირის დიპლომატიის მეთაურმა ჟოზეფ ბორელმა თავის ბლოგში – არ არსებობს ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის უსაფრთხოების გარეშე“

დღეიდან მოყოლებული, ჟენევაში იკრიბებიან ოფოციალური პირები რუსეთიდან და აშშ-დან. ამავე კვირაში, დაგეგეგმილია რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა, ასევე მოლაპარაკებები ვენაში – ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის ფარგლებში. პუტინმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, მაგრამ მან ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები.

სხვადასხვა გეგმებში, გარკვეული წყაროების თანახმად, აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებებში მიაღწევენ ურთიერთგაგებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და 2 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის მჭიდრო კავშირი, იმ დათქმით, რომ ნატოს მხრიდან გარანტიების საკითხი, რომლის მიღებასაც პუტინი ცდილობს, წარუმატებლად დასრულდება. როგორც ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა, აშშ-ს წარმომადგენლები მზად არიან, განიხილონ სტრატეგიული ბომბდამშენების ფრენისა და სახმელეთო სამხედრო სწავლებების შეზღუდვის საკითხები.

მიუხედავად ამისა, აშშ თავს იკავებს მყარი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებისაგან და არ გეგმავს მოკავშირეებთან განხილვის დაწყებამდე, რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, დასძენს ეს მოხელე.  უარყვეს რა „ენ-ბი-სის“ ცნობა, ადმინისტრაციის წაარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული სამხედრო ძალების შემცირების შესახებ.

„რუსეთს არ აქვს ოპტიმიზმი მომავალი მოლაპარაკებებეის წინ, განუცხადა „ინტერფაქსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ – სერგეი რიაბკოვმა და დაამატა, რომ რუსულ მხარეს სურს ვითარების სწრაფად დარეგულირება.“ კვირას, „ენ-ბი-სი“-სთან ინტერვიუში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა – ასევე განაცხადა, რომ გარღვევას არ ელის.

დაზვერვის ანალიზისა და თანამგზავრული მონაცემების მიხედვით, სადღეისოდ უკრაინის საზღვრებთან იმყოფება 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რომლებსაც სააგენტო BLOMBERG-ში გავეცანით, რუსეთმა, ასევევ შეიმუშავა მოკლე დროში დიდი ძალების გაშლის გეგმა – ის 1-2 კვირას მოიცავს. ოფიციალურ პირთა თქმით, რუსეთის მხრიდან, დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ შეიმჩნევა და მოსკოვი ააქტიურებს უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ალტერნატიული ანალიტიკური წყაროს ანგარიში აღნიშნავს, რომ რუსეთი არ აპირებს რამდენიმე მხრიდან უკრაინაში შეჭრას და ის შეეცდება დონბასის სიღრმეში შეღწევას – ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, გაზაფხულის დადგომამდე.

უკრაინა და რუსეთი იმყოფებიან ღია კონფლიქტის მდგომარეობაში, მას შემდეგ, რაც პუტინმა მიიტაცა ყირიმი – უკრაინაში 2014 წელს მომხდარი რევოლუციის საპასუხოდ, რის შედეგად, დაემხო პრომოსკოვური ორიენტაციის პრეზიდენტი. რუსეთი ასევე დაეხმარა სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთში, გაგზავნა რა, იქ, სამხედრო პერსონალი და შეიარაღება, რითაც კიდევ უფრო გაამწვავა დაპირისპირება, რასაც 14 ათასი კაცი შეეწირა.

 

By admin