Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 Корреспондент უკრაინა

ელენა ბურკალო

 

აშშ-ს პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, გასული წლის ბოლოს, „ყოველგვარი აფიშირების გარეშე“, უკრაინას მიაწოდა 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება. ამის შესახებ, ორშაბათს, 10 იანვარს, განაცხადა ტელეარხ CNN-ის წამყვანმა, ქაილი ეთვუდმა თავის ტვიტერზე.

მედიის წარმომადგენლის მტკიცებით, ეს შეტყობინება, მან მიიღო ოთხი კარგად ინფორმირებული წყაროსაგან.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ – „ზედმეტი ხმაურის გარეშე“,  უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ სანქცია, გასული წლის დეკემბრის ბოლოს გასცა, როცა რუსეთის სამხედრო ძალები თავს იყრიდნენ უკრაინის საზღვრის გასწვრივ“ – დაწერა ეთვუდმა.

დავამატებთ, პენტაგონის პრესმდივანმა – ჯონ ქირბიმ, ორშაბათის ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ აგრძელებდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ჯარისკაცების რიცხვი – უკრაინის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებზე კვლავ მნიშვნელოვანია.

„წარსულში, ამ ქვეყანას, ჩვენ არაერთხელ გადავეცით და მომავალშიც მივაწვდით საშუალებებს, რათა მან თავი დაიცვას“ – აღნიშნა მან.

By admin