The Times დიდი ბრიტანეთი
ტომ ნიუტონ დანი
რუსეთის ელჩმა ბრიტანეთში, განაცხადა, რომ უკრაინაში დაძაბულობის ზრდის გამო, წარმოიქმნა – „ომის დიდი რისკი“ ორ ქვეყანას შორის
ანდრეი კელინი ამ გაფრთხილებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი სამხედრო კონტიგენტი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და გაჩნდა, ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საფრთხე.
მოკავშირე ქვეყნებმა, საპასუხოდ, სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინის ხელისუფლებას. გასულ კვირაში, კრემლის შესაკავებლად, ბრიტანეთმა მოახდინა თავისი შენაერთების გადაადგილება.
კელინმა Times Radio-სთან ინტერვიუში თქვა: „ჩვენ საზღვართან, არსებობს ომის საფრთხე. ის მეტად სერიოზულია. შეიძლება გაჩნდეს ნაპერწკალი და მას ინციდენტი მოჰყვეს. ნატო აძლიერებს სამხედრო დასწრებას რუსეთის საზღვრების გასწვრივ. ინტენსიურად ტარდება სამხედრო მანევრები ბალტიის ზღვაზე, სტრატეგიული ავიაციის ხომალდებმა ბირთვული შეიარაღებით, გადაიფრინეს რუსეთი საზღვრიდან 20 კკილომეტრში“.
ელჩმა ასევე გვაცნობა, რომ თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის გადაწყვეტილებამ, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ გერმანიაში სატანკო ბრიგადის დაბრუნების შესახებ, მოსკოვში აღშფოთება გამოიწვია.
მან ბრიტანეთს ბრალად დასდო რუსეთის საზღვრებთან სულ უფრო მეტად მოახლოება. მაღალი რანგის დიპლომატმა ასევე გაგვაფრთილა, რომ ნატოს შენაერთების მორიგი გადასროლა უკრაინაში, შეფასდება, როგორც „ რუსეთზე თავდასხმის მუქარა“.