Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Главред უკრაინა

მარია ტუპიკი

 

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში სატვირთო მანქანით მოხვდა, რომლითაც უკრაინიდან საქართველოში მწვანილი შეჰქონდათ და ის დააპატიმრეს

როგორც ქართული გამოცემა Cnews-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ტრეილერის მძღოლმა ელგუჯა ცომაიამ, პოლიტიკოსს დახმარება საიდუმლოდ შესთავაზა.

მთელი გზის განმავლობაში სააკაშვილი ავტომობილის სავენტილაციო კაბინაში იჯდა. საქართველოს პროკურატურამ მას ბრალად წაუყენა – საზღვრის უკანონო კვეთა.

მძღოლის ნათესავმა გვიამბო, რომ ელგუჯა წარმოშობით ქართული ქალაქ აბაშიდანაა, სწორედ მას ეკუთვნის სახლი, რომელშიც სააკაშვილი დააკავეს და რომ თავად ცომაიამ და პრეზიდენტის უახლოესმა გარემოცვამაც, არ იცოდა პრეზიდენტის საქართველოში ჩასვლის შესახებ.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ტრეილერმა სააკაშვილთან ერთად, საქართველოს საზღვარი  ფოთში გადაკვეთა.

ფოთიდან მისაბმელი გავიდა, ელგუჯამ მანქანა გამოიცვალა და საკუთარი ავტომობილით სააკაშვილი ბათუმში გადაიყვანა“ – იუწყება წყარო.

ასევე ითქვა, რომ ცომაიას ადრე პრობლემები ჰქონდა უკრაინის სამართალდაცვით ორგანოებთან. თავის მხრივ, ქართველმა პროკურორებმა, მას ბრალად წაუყენეს  „დანაშაულის დაფარვა“.

სააკაშვილის დაკავება

1 სექტემბერს, დილით, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩავიდა საქართველოში. მან თავის გვერდზე განათავსა ვიდეორგოლები, რომლებიც სავარაუდოდ ბათუმშია გადაღებული. საღამოს სააკაშვილი დააკავეს – ამის შესახებ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებით შეშფოთებულია უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, როგორც ეს ქვეყნის მეთაურის პრესსპიკერმა – სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

ექსპრეზიდენტის დაკავებაზე  რეაგირება მოახდინა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ქვეყნის მეთაურმა ღიად გამოხატა თავისი პოზიცია შეწყალების თაობაზე: „ჩემი პასუხი მარტივია და საბოლოო. არა და არასდროს“ – განაცხადა მან.

 

By admin