Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Обозреватель უკრაინა

ალეკსანდრ კუშნარი

 

 ავტორიტარული რეჟიმები პეკინსა და მოსკოვში შიშობენ, რომ მათი მეზობელი დემოკრატიები („იმპერიის შიგნით“) მოახდენენ პლურალისტურ ინსტიტუციათა უპირატესობის დემონსტრირებას. ეს გამოიხატება იმაში, რომ ასეთ საზოგადოებებში, მათი ყველა წევრის მხრიდან, რესურსებზე წვდომა გაცილებით თანაბარია, ვიდრე აბსოლუტიზმის პირობებში

სურს თუ არა აბსოლუტს, რომელიც ათასწლეულის განმავლობაში მიეჩვია რესურსებზე მონოპოლიას, საკუთარი ნებით შეელიოს იმ პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ მონოპოლიას? კითხვა რიტორიკულია. აი, ამიტომ ის იბრძოლებს  სისხლის უკანასნელ წვეთამდე იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომელთა არსებობის პირობებში ერთი დღეც ვერ გაძლებს – უბრალოდ,  დამარცხდება ამ რესურსებზე კონკურენციაში.

ამ დღეებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ათეულობით სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა ტაივანის ავტონომიის მიმართულებით – თითქოსდა სწავლების ჩასატარებლად, სინამდვილეში კი კუნძულზე თავდასხმის დასამუშავებლად. ომი ტაივანთან ისევე გარდაუვალია, როგორც ეს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დროს იყო.

პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა: ჰონგ-კონგის დემოკრატია განადგურებულია. მეწარმეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ურჩიეს – მისდიონ პარტიის კურსს („სანამ ლამაზი ხარ, ჯობს ტაში დაუკრა“). რა იქნება შემდეგ? რაკი შესწვდა ავტოკრატიული ეკონომიკის ჭერს, ჩინეთი გადადის სტაგნაციაში ბავშვური ლუღლუღის თანხლებით – ჩინური ეკონომიკის ძლევამოსილების შესახებ: არ არსებობს ნამდვილი ეკონომიკური ძლევამოსილება დემოკრატიის გარეშე! მონათა შრომა არაეფექტურია: შეუძლებელია ხენდროს მოყვანა გილიოტინის ქვეშ! ყველა გონიერი ჩინელი საკუთარი ფეხით გააკეთებს არჩევანს დიდი ჩინური კედლისკენ, როგორც ახლა ყოველი შეგნებული რუსი ამჯობინებს გაქცევას უკრაინის, საქართველოს ან შენგენის ზონისკენ.

ჩინური რეჟიმი გადადის იმ ფაზაში, რომელშიც პუტინმა 10 წლის წინ ჩაყვინთა. რუსეთში მოვლენები იგივე რიგითობით ვითარდება, ოღონდ უფრო სწრაფად – მოსახლეობის მასშტაბურობის გათვალისწინებით. ორივე რეჟიმისთვის „ყველაფერი იქნება „სსრკ-ად“ (რომელიც, შეგახსენებთ, ოდესღაც ითვლებოდა „სწრაფად მზარდ“ ეკონომიკად – 1920- 1960-იან  წლებში. შემდეგ კი ამოწურა თავისი ავტოკრატიული პოტენციალი).

By admin