Bloomberg აშშ
ჰენრი მეიერი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, შეხვდა თეირანის მაღალი რანგის წარმომადგენელს – ვაშინგტონის მხრიდან ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმიდან მეორე დღეს და მომხდარს „აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესია“ უწოდა
ორშაბათს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან შეხვედრაზე, რუსეთის ლიდერმა ეს ქმედება შეაფასა, როგორც „სრულიად უსაფუძვლო და გაუმართლებელი“. მან დასძინა, რომ სურს ირანის წარმომადგენელთან განიხილოს „შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი“.
ირანმა გაფრთხილა აშშ მის საკვანძო ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ამასთან განაცხადა, რომ „განიხილავს პასუხის ყველა ვარიანტს“, თუმცა თეირანის პირველი რეაქცია თავშეკავებული იყო. ამერიკელების მხრიდან დაბომბვები, ისრაელის 13 ივნისის თავდასხმის კვალად განხორციელდა.
პარალელურად პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ერაყის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ შია ალ-სუდანისთან, რა დროსაც განიხილეს დაძაბულობის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში. ლიდერებმა გამოთქვეს შეშფოთება მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე შექმნილი ვითარების გამო და ხაზი გაუსვეს ОPEC+-ის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
რუსეთი, რომელიც ირანის საკვანძო მოკავშირედ განიხილება, ჯერჯერობით დისტანცირებულია მზარდი კონფლიქტისგან. პუტინმა შუამავლობა შესთავაზა ტრამპს, მაგრამ ამერიკის ლიდერმა მაინც გააგრძელა სამხედრო ოპერაცია ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.